The University of Manitoba

The University of Manitoba არის საუკეთესო უნივერსიტეტი დასავლეთ კანადის რეგიონში. ის არის რეგიონის უდიდესი კვლევითი უნივერსიტეტი უდიდესი პარკით.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უნივერსიტეტის 50 პროგრამიდან თქვენთვის საურველი. სტუდენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან მანიტობის უნივერსიტეტში განათლების მისაღებად. მანიტობაში სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. მათი რიცხვი სწრაფად იზრდება, რადგან სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან მსოფლიო კლასის შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით.

უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში:

  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ხელოვნება, აქრიტექტურა და დიზაინი
  • ჰუმანიტარული მეცნირებები
  • ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა და ფინანსები
  • სოციალური მეცნიერებები
  • მეცნიერება
  • ინჟინერია

მისაღები მოთხოვნები:

  • ატესტატი/ დიპლომი (ან ცნობა რომ დამამთავრებელი კლასის/ კურსის სტუდენტი ხართ) და ქულების ამონაწერი
  • ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი: IELTS/  TOEFL/ უნივერისტეტის შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში (ბარდება GAA ოფისში)
  • სარეკომენდაციო წერილები
  • სამოტივაციო წერილი
  •  CV

სწავლის ღირებულება: $14.500 CAD (11.000 USD)

უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ  სამაგისტრო პროგრამებს:

  • MBA 
  • Master of Finance

MBA

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელია. 1999 წლიდან პროგრამა აკრედიტირებულია  Association to Advance Collegiate Schools of Business (AACSB) International -ის მიერ. 

პროგრამა გაძლევთ პრაქტიკული გამოცდილების მიღების გარანტიას იმ აქტივობებზე დაყრდნობით , რომლებიც ხორციელდება პროგრამის ფარგლებში, მათ შორის: საერთაშორისო სასწავლო ტურები, საკონსულტაციო პროექტები, გლობალურ ბაზარზე სიმულაციები. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ვორქშოფები, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის კარიერულ საფეხურზე წინსვლისთვის მხარდაჭერას. სტუდენტები სწავლობენ რეზიუმეს შექმანასა და დახვეწას, მათ უნვითარდებათ  გასაუბრებისას საჭირო უნარები. 

სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ შემდეგი სპეციალობები:

  • მარკეტინგი
  • ლიდერობა და ორგანიზაციები
  • ფინანსები
  • მიწოდების ჯაჭვის მართვა (ლოჯისტიკა)

პროგრამაზე მისაღები მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დიპლომი და ქულების ამონაწერი
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მოითხოვება სარეკომენდაციო წერილი არსებული ან ყოფილი დამსაქმებლისგან) 
  • GMAT (ან GRE) მოითხოვება მინიმუმ 500 ქულა
  • ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი:

                         ➢ IELTS 7.0 (მინიმუმ 6.0 ყველა კომპონენტში)

                         ➢ TOEFL 100 

                         ➢ MELAB 85

                         ➢ CAEL 60

                         ➢ PTE (A) 65   

სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი/ იანვარი

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 1 მაისი/1 ოქტომბერი

MBA პროგრამის ღირებულება: 31000 ამერიკული დოლარი. 

 

Master of Finance

ფინანსების  სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელია. სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში სტუდენტები ემზადებიან Chartered Financial Analyst (CFA) -ის გამოცდებისთვის.

საშუალო ხელფასი CFA კვალიფიკაციის მქონე პირისთვის, კანადაში კონკრეტულად კი მანიტობაში 69000 კანადური დოლარია წელიწადში. 

მისაღები მოთხოვნები:

• ბაკალავრის დიპლომი და ქულების ამონაწერი

• 2 სარეკომენდაციო წერილი (პრეფესორებისგან)

• GMAT (ან GRE) მოითხოვება მინიმუმ 500 ქულა

• ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი:

                         ➢ IELTS 7.0 (მინიმუმ 6.0 ყველა კომპონენტში)

                         ➢ TOEFL 100 

                         ➢ MELAB 85

                         ➢ CAEL 60

                         ➢ PTE (A) 65   

სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 1 მარტი

Master of Finance პროგრამის ღირებულება: 7500 ამერიკული დოლარი. 

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: