Drew University

Drew  უნივერსიტეტი დაარსდა 1867 წელს, მდებარეობს მედისონში, ნიუ-ჯერსის შტატში, მანჰეტენიდან 45 წუთის სავალზე. რეიტინგში იკავებს 112-ე ადგილს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, wall street-ზე, ნიუ იორკის მედია ჰოლდინგებში. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს შანსს მოიპოვონ ორმაგი ხარისხის დიპლომი შემდეგ უნივერსიტეტებიდან:

  • Columbia University;
  • Seton Hill University;

მისაღები მოთხოვნები:

  • ატესტატი ან ცნობა რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ და ქულების ამონაწერი
  • IELTS 5.5 /TOEFL 60

სწავლის დაწყების თარიღი: აგვისტო/ სექემბერი

სწავლის ღირებულება: 48,000 წელიწადში

Drew University აპლიკანტებს აძლევს $60,000, ნაწილობრივი დაფიანანსების მოპოვების შესაძლებლობას, რომელიც ნაწილდება 4 წელიწადზე. უნივერსიტეტი აპლიკანტებს აძლევს შანსს მოიპოვონ $15,000 დაფინანსება ბაკალავრიატის პირველი და მეორე წლისათვის ($15,000 ყოველ წელს). თუ სტუდენტები შეინარჩუნებენ  GPA 3.0 დაფინანსება გაუგრძელდებათ მესამე და მეოთხე წელსაც.


შანსი მოიპოვოთ სამართლის დიპლომი (JD) 6 წელში ნაცვლად შვიდისა. 

Drew University და Seton Hill University Law School სტუდენტებს სთავაზობს 3+3 პროგრამას. Drew უნივერსიტეტის სტუდენტები  ბაკალავრიატის 3 წლის დასრულების შემდეგ აგრძელებენ სწავლას Seton Hill University სამართლის სკოლაში და მოიპოვებენ ერთდროულად ბაკალავრის ხარისხსა და Law ხარისხს(JD) ტრადიციული 7 წლის ნაცვლად მათ დასჭირდებათ 6 წელი. 


ორმაგი ხარისხის დიპლომის მოპოვების შანსი, ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ინჟინერიის სტუდენტებისთვის Columbia University / Drew University. 

სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ Drew უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებზე უნივერსიტეტი აძლევს შანსს მოიპოვონ ინჟინერიის ორმაგი ხარისხის დიპლომი Columbia University -დან, ორმაგი ხარისხის დიპლომის მოსაპოვებლად ბაკალავრიატის ხანგრძლივობა იქნება 5 ან 6 წელი. 

2 წლიანი პროგრამის დამთავრების შემდეგ აგრძელებთ სწავლას ბაკალავრიატის მე-3 კურსზე. 

Drew University გთავაზობთ ორმაგი ხარისხის მოსაპოვებელ საბაკალავრო პროგრამას Columbia University- სთან. კურსდამთავრებულები იღებენ ბაკალავრის ხარისხს, როგორც დრიუს ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტისგანაც.

სტუდენტების 50%, ბაკალავრის ხარისხით ფიზიკაში, იღებს სრულ დაფინანსებას ინჟინერიის  სამაგისტრო პროგრამებისთვის.

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: