Jacobs University

 🇩🇪Jacobs University დაარსდა 2001 წელს ბრემენის უნივერსიტეტისა და რაისის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) მხარდაჭერით.
📍უნივერსიტეტის კამპუსი 34 ჰექტარზეა განთავსებული და მდებარეობს ქალაქ ბრემენის (გერმანია) ცენტრიდან 17 კილომეტრში.
💶მაღალი აკადემიური შედეგების მქონე აპლიკანტებს უნივერსიტეტი უფინანსებს სწავლის ღირებულების 70 %, უნივერსიტეტი გასცემს სტუდენტურ სესხებსაც
🔬🔭🖥️ სტუდენტებს კვლევებისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. უნიევრისტეტში მდებარეობს შემდეგი ლაბორატორიები: 

  • ✔️ CLAMV გამოთვლითი ლაბორატორია ანალიზის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციისთვის
  • ✔️ OceanLab ლაბორატორია ექსპერიმენტული ოკეანოგრაფიისთვის
  • ✔️ e.on Lab and Lab II ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველა საჭირო კვლევას
  • ✔️ Behavioral & Social Sciences Laboratory 1200 მ² კვლევითი სივრცე, ფსიქოლოგიური და სოციალური მეცნიერებებისათვის

უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: 

სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი
მათემატიკა
კომპიუტერული მეცნიერებები
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია
ინტელექტუალური მობილური სისტემები
ბიოქიმია და უჯრედული ბიოლოგია
ქიმია
სამკურნალო ქიმია და ქიმიური ბიოლოგია
დედამიწის და გარემოს დაცვა
ფიზიკა
გლობალური ეკონომიკა და მენეჯმენტი
საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება
სოციალური მეცნიერებები
ფსიქოლოგია

მისაღები მოთხოვნები: 

  • სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი (ან ცნობა რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ) და ბოლო სამი წლის ქულების ამონაწერი
  • ინგლისური ენის საერთაშორის სერთიფიკატი IELTS 6.5 / TOEFL 90 
  • SAT
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი 

ბაკალავრიატის ხანგრძლივობა: 4 წელი

სწავლის ღირებულება: 20000 ევრო წელიწადში. 

საცხოვრებლის და კვების ღირებულება 8000 ევრო წელიწადში


უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ 2 წლიან სამაგისტრო პროგრამებს: 

  • MSc Data Engineering - წლიური ღირებულება € 20,000, შესაძლებელია €12000-მდე დაფინანსების მოპოვება
  • MSc Supply Chain Management: € 20,000, შესაძლებელია €12000-მდე დაფინანსების მოპოვება
  • MA International Relations: ერთობლივი პროგრამა ბრემენის უნივერსიტეტთან
  • MSc Psychologie: წლიური ღირებულება € 10,000 (ორენოვანი პროგრამა: ინგლისური / გერმანული)

მისაღები მოთხოვნები: 

  • ბაკალავრის დიპლომი (ან ცნობა რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხართ) და ბოლო ქულების ამონაწერი
  • ინგლისური ენის საერთაშორის სერთიფიკატი IELTS 6.5 / TOEFL 90 
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი 
  • CV

გერმანიაში სტუდენტებს აქვთ მუშაობის უფლება 120 სრულ სამუშაო დღემდე  წელიწადში, ან 20 საათი კვირაში. 

სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ გერმანიაში ცხოვრების უფლება 1,5 წლით.  სრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში მათ ეძლევათ 3 წლიანი სამუშაო ვიზა. 3 წლიანი მუშაობის შემდეგ კი შეუძიათ მოითხოვონ  მუდმივი ცხოვრებისა და მუშოაბის უფლება (EU Blue Card)

Share: Facebook, Twitter, Linkedin


შევსეთ სარეგისტრაციო ფორმა