ჩვენი სტუდენტის, ელენეს წარმატება

ჩვენი სტუდენტი, ელენე ბახტაძე წარმატებით ჩაირიცხა ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილ უნივერისტეტში - Domus Academy, რომელიც იტალიაში მდებარეობს.

ელენე ჩაირიცხა მოდის დიზაიაინის სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო პროგრამას უნიევრსიტეტი ახორციელებს Vogue Talents-თან ერთად. პროგრამის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი დიზაინერების აღმოჩენა და მათთვის იტალიაში გამოცდილების მიღების შესაძებლობის მიცემაა. 

ელენემ წარმატებით გაიარა უნივერისტეტის მიერ გამოცხადებული, რთული კონკურსი და 40% იანი დაფინანსება მოიპოვა.  კონკურსის ჟიურის საპატიო წევრი იყო Sara Maino,  Vogue Italia & Vogue Talents - მთავარი რედაქტორი.

შემდეგ ეტაპზე ელენემ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და ცენტრის სტიპენდიანტიც გახდა. ელენემ მოიპოვა სრული დაფინანსება და განათლების საერთაშორისო ცენტრი მას სწავლის დარჩენილ საფასურსა და ერთი წლის მანძილზე საჭირო ცხოვრების ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს.