ავტომობილების დიზაინი - საბაკალავრო პროგრამა

ავტომობილების დიზაინი

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ავტომობილების დიზაინით, გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამას ქვეყანაში, სადაც სწავლა ამ მიმართულებით ყველაზე განვითარებულია- იტალია, IED.

IED დაარსდა 1966 წელს მისი პრეზიდენტის ფრანჩესკო მორელის ინიციატივით. დროთა განმავლობაში ის გახდა 100%-ით იტალიაში დამზადებული სრულყოფილების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა დიზაინი, მოდა, ვიზუალური კომუნიკაცია და მენეჯმენტი.

უნივერსიტეტი IED სტუდენტებთან ერთად თანამშორმლობს ისეთ უძლიერეს საავტომობილო კომოანიებთან, როგორებიცაა: Fiat, Lancia, Pininfarina and Alfa Romeo. საუნივერსიტეტო პროგრამა მომავალ დიზაინერებს თავაზობს ფუნდამენტურ საკითხებში მომზადებას, სწავლის პერიოდში მუდმივად მიიღებთ ინფორმაციას ავტომობილების ბაზარზე შეტანილი ცვლილებებისა და მოთხოვნების შესახებ, ასევე თქვენ გამოიმუშავებთ დიზაინერისათვის აუცილებელ უნარებს, იმუშავებთ რეალურ საკითხებზე და თქვენს დიზაინს გარდაქმნით რეალობად.

კურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ინფორმაცია მიიღონ უშუალოდ საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ასევე სტუდენტები დაათვალიერებენ და განიხილავენ: Pininfarina, Ferrari, Museum of the Automobile, Cecomp, Model Master and ASC Automotive Safety Centre of Quattroruote.

სწავლის პერიოდში თქვენ გაიუმჯობესებთ, ფანქრით ხატვის ტექნიკური უნარებს, გაერკვევით მოცულობაში, კრეატიულ კონცეფციასა და დიზაინის როლში. თქვენ ასევე შეისწავლით იტალიელი დიზაინერების მოღვაწეობას, გადათარგმნით და გააკეთებთ მათზე პრეზენტაციებს.

კურსის განმავლობაში დასაფარი საკითხებია: ავტომობილების დიზაინის ისტორიული პერსპექტივა, დიზაინის ძირითადი ისტორია, გამოცდილებებზე დაყრდნობილი საკითხები, Abarth, Alfa Romeo, FIAT, Lancia, Maserati, Pininfarina, Ferrari, Lamborghini, მანქანების დიზაინი, მონახაზები, ილუსტარციები, პრეზენტაცია, ფანქარი, მარკერი, კალამი, ძირითადი  3D მოდელირება და რენდერი, ავტომობილების ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, ავტომობილების არქიტექტურა, ავტომობილების აეროდინამიკა, პროექტის შემუშავება და განვითარება.

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი

მდებარეობა: ტურინი, იტალია

ღირებულება: 16,000 ევრო წელიწადში

სწავლის დაწყების თარიღი: ოქტომბერი, 2018