5 Reasons why Suffolk University Rocks

ადგილმდებარეობა

ბოსტონი არის Boston Red Sox და Matt Damon-ის სახლი. უნივერისტეტი მდებარეობს ბოსტონის განთქმული Beacon Hill სამეზობლოში.

ლექციებს შორის შეგიძლიათ ესტუმროთ Boston Public Garden და საჭირო ჟანგბადით აივსოთ ფილტვები.

ბოსტონში მრავლად შეხვდებით ხელოვნების გალერეებსა და ცნობილი ბრენდების მაღაზიებს. Artsy რაიონი სავსეა საინტერესო ბუტიკებით, ანტიკვარიატის  მაღაზიებით, კომიქსებისა და წიგნების მაღაზიებით. თუ გსურთ ჭეშმარიტი "ბოსტონური გამოცდილების" მიღება, რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაესწროთ ბეისბოლის მატჩს Fenway პარკში.

ბოსტონში, წარსულისა და დღევანდელობის შერწყმის მძაფრად აღქმაა შესაძლებელი

ბოსტონის ნავსადგურიდან შეგიძლიათ სანაოსნო ტურებზე წასვლა და ისეთი ნაციონალური დელიკატესების დაგემოვნება როგორებიცაა: ლობსტერიის როლები და ბოსტონური კრემიანი ღვეზელი, ბოსტონი ხომ გურმანეიბსთვის ამერიკაში N7 დანიშნულების ადგილია.


რეიტინგი

Suffolk რეიტინგებში ისეთი უნივერისტეტების გვერდით იკავებს ადგილს როგორებიცაა: Harvard, Amherst College და MIT.  Tier 1 უნივერსიტეტის ტიტული სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიღების გარანტია.

 სამართლის სკოლაში გსურთ სწავლა? - Suffolk არის ერთადერთი სამართლის სკოლა, რომელიც ეროვნულ დონეზეა აკრედიტირებული ოთხივე საამრთლებრივ სფეროში.

ბიზნესზე სწავლით ხართ დაინტერესებული? - Suffolk საუკეთესო ბიზნეს სკოლების სიაშია.

თუ სხვა სფეროები გაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი პროგრამა Suffolk-ის 60-ზე მეტი საბაკალავრო და 50 სამაგისტრო პროგრამიდან.


საერთაშორისო გამოცდილება

Suffolk-ში თქვენ არ გაგიჭირდებათ იმ  მეგობრების პოვნა, რომლებსაც ესმით რას ნიშნავს სახლიდან შორს ყოფნა.  აშშ-ში მდებარე უნივერისტეტებს შორი Suffolk იკავებს მეხუთე ადგილს საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის მიხედვით. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაძლევთ შესაძებლობას მიიღოთ მულტიკულტურული გამოცდილება და გაეცნოთ ბევრ საინტერესო ტრადიციას.


შანსი იცნობდეთ  პროფესორებს

გსურთ იცნობდეთ თქვენს პროფესორებს?  Suffolk-ში საშუალოდ კლასში 20 სტუდენტია..ასე, რომ თქვენ არ დაიკარგებით დიდ სალექციო დარბაზში და ასევე თქვენს პროფესორს ეცოდინება თქვენი სახელი. შეძლებთ მჭიდროდ ითანამშრომლოთ პროფესორებთან, რადგან არცერთი ლექცია არ ჩატარდება პროფესორის ასისტენტების მიერ.

Suffolk- ის პროფესორიების 91% -ს აქვს დოქტორის ხარისხი, ასე რომ ისწავლით არჩეულ სფეროში მოქმედი ექსპერტებისგან.


სტაჟირება და დასაქმება

არ არსებობს საზღვრები ქალაქსა და უნივერისტეტის კამპუს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები სარგებელს იღებენ ბოსტონის სამეწარმეო სულისგან. სრულიად შესაძლებელია მომავალ დამსაქმებელს ადგილობრივ კაფეში ლანჩის დროს შეხვდეთ.

ბოსტონში მრავლადაა ბიზნეს და ტექნოლოგიური კომპანიები, ისევე როგორც, იურიდიული ფირმები და მედია ჰოლდინგები.

Suffolk-ის სტუდენტები სტაჟირებას გადიან და საქმდებიან ისეთ კომპანიებში როგორიცაა: საერთაშორისო დონეზე აღიარებული გამომცემლობა-Boston Globe, ცნობილი ტექნიკური გიგანტი- General Electric, ფინანსური გურუ- Fidelity Investments.

უნივერისტეტის კურსდამთავრებულთა 85,6% საქმდება განათლების სფეროს შესაბამისად.