კონსულტაციის მოთხოვნის ფორმა

    შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და მოითხოვეთ კონსულტაციის ჩანიშვნა ჩვენს აკადემიურ მრჩევლებთან! გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებით!

    Testimonial image

    Nikoloz Aliashvili

    გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზ ალიაშვილი და სექტემბრიდან სწავლას ვაგრძელებ ინგლისის ერთ-ერთ უძველეს და გამორჩეულ Durham University-ში საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. მოვიპოვე ბიზნეს სკოლის დაფინანსება (Achievement Award), რაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური ოდენობის თანხაა. ასევე მიმიღეს და დაფინანსება შემომთავაზეს University of Glasgow, University of Strathclyde, University of Aberdeen და University of Sussex-დან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი Durham University-ზე შევაჩერე.

    Testimonial image

    Kelly Giorgadze

    ოქსვორდის პროგრამა არის ალბათ ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული. ისეთი მაგარი staff არის, ისე ყურადღებით, ზუსტად აქვთ ყველაფერი დაგეგმილი, იმდენად სახალისო და ამავდროულად აკადემიურად საკმაოდ დატვირთული კურსია, რომ 2 კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა, მართლა. ჯერ კიდე ვერ ვიაზრებ. მედიცინის კურსი, ჩვენი საოცარი სტუდენტი მასწავლებლით იყო უმაგრესი, მთელი გულით გეგმავდა თითო გაკვეთილს და ნუ მართლა, სიტყვები არ მყოფნის ამ გამოცდილების ასაღწერად. კემბრიჯი რადიკალურად განსხვავდება. ის უფრო დიდური, საპროექტო კურსია, ეს აკადემიურად ძლიერი თუმცა თავის საღამოს განტვირთვებით. მოკლედ, დავფრინავ🫧🫧🫧🫧🫶🏼🫶🏼🫶🏼

    Testimonial image

    Tamuna Merabashvili

    გუშინ როგორც იქნა ოფიციალურად დავამთავრე მაგისტრატურა🥳🎓 გიზიარებ ვიდეო და ფოტო მასალას რაც შევძელით გადაგვეღო. სამწუხაროდ, ძლიერი წვიმა იყო, ამიტომ ბევრი ფოტო ვერ გადავიღე უნივერსიტეტის ფონზე გარეთ.

    Testimonial image

    Elene Saladze

    გამარჯობა, მე ვარ ელენე სალაძე და სწავლას ვაგრძელებ გერმანიის No.1 კერძო უნივერსიტეტ Constructor University-ში პოლიტიკისა და ისტორიის ფაკულტეტზე. ერთ კვირაზე მეტია რაც ჩამოვედი გერმანიაში და ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის Georgian Academic Abroad-ს. უნივერსიტეტის შერჩევაში, სააპლიკაციო პროცესში და სავიზო დოკუმენტების შეგროვებაში მათგან  მივიღე უდიდესი დახმარება.  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ისინი ყოველთვის მაქსიმალურ შრომას დებენ ახალგაზრდების განვითარებასა და მათი  შესაძლებლობების გაზრდაში. ჩემს თანატოლებს რომლებიც ჯერ კიდებ გაურკვევლობაში არიან და ცდილობენ მათი სწავლის შესაძლებობები გააფართოვონ საზღვარგარეთ, აუცილებლად ვურჩევდი მიმართონ GAA-ს. დარწმუნებული ვარ ისინი კიდევ ბევრ ახალგაზრდას დაეხმარება სირთულეების გადაჭრაში.

    Testimonial image

    Avtandil Javarishvili

    გამარჯობა, მე ვარ ავთანდილ ჯავრიშვილი და ვსწავლობდი ვლადიმირ კომაროვის N199 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში. სურვილი მქონდა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების, თუმცა საკმარისი ინფორმაცია არ გამაჩნდა ამ მიმართულებით. საბედნიეროდ, GAA დამეხმარა და ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი გამოდგა ვიდრე წარმომედგინა. რა საბუთები, როგორ და როდის გამეგზავნა, უნივერსიტეტის ფინანსებთან და ვიზასთან დაკავშირებიათ რამდენი კითხვაც მქონდა, ყველაფერი მარტივად და სწრაფად ამიხნეს. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი მათ და მსურს სხვებსაც ვურჩიო, ვისაც სურს საზრვარგარეთ სწავლა მიმართონ GAA-ს, რადგან ჩემნაირად, უპრობლემოდ გაემგზავნრონ.

    Testimonial image

    Luka Andguladze

    გამარჯობა, მე ვარ ლუკა ანდღულაძე, ვსწავლობ გერმანიაში, კერძოდ კი Constructor University – ქონსტრაქთორ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე გაცვლითი პროგრამის შემდგომ, მაგრამ უნივერსიტეტბის ძიებაზე და შემდეგ კი საბუთების შეგროვებაზე და გაგზავნაზე არანაირი გამოცდილება არ მქონია, რაშიც GAA დამეხმარა. თვითონ GAA მეგობარმა მირჩია და მათ კი მოირგეს შუამავალის როლი და დამეხმარეს როგორც უნივერსიტეტების ძიებაში ასევე საბუთების შეგროვებაში და შემდგომ კი ამ ყველაფრის ატვირთვაზე. მგონია, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ამისთვის GAA-ის მადლობელი ვარ, რომელის გუნდმაც ყველაზე რთული პროცესი ასე მარტივად გამატარებინა

    Testimonial image

    Lasha Gabaidze

    ახლახანს გამოვიყენე Georgian Academic Abroad (GAA) სერვისები, ჩემი გაერთიანებული სამეფოს სავიზო დოკუმენტაციისთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ მათთან თანამშრომლობით. დასაწყისიდან სავიზო აპლიკაციის დასრულებამდე GAA უზრუნველყოფდა განსაკუთრებულ მხარდაჭერას, ისინი მუდმივად ამოწმებდნენ რომ ყველა დეტალი იყო ზედმიწევნით ორგანიზებული და ეფექტურად დამუშავებული. GAA-თან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო მათი როლი, როგორც შუამავალი ჩემსა და ჩემს უნივერსიტეტს შორის. მათ ხელი შეუწყეს შეუფერხებელ კომუნიკაციას, რაც უზრუნველყოფდა ყველა საჭირო დოკუმენტის სწრაფად და ზუსტად შეგროვებას. ორგანიზების ამ დონემ და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევამ შეამსუბუქა სტრესი, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება სავიზო პროცედურებთან.

    Testimonial image

    Nino Kirvalidze

    გამარჯობა, მე ნინო კირვალიძე ვარ და ამჟამად ვსწავლობ ლონდონში, City, University of London-ის საერთაშორისო კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლა გასულ სექტემბერს დავიწყე და ახლა უკვე, როცა დისერტაციაზე ვმუშაობ და სამაგისტრო პროგრამა დასასრულს უახლოვდება, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელება და კონკრეტულად ამ უნივერსიტეტის არჩევა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აპლიკაციები ამ უნივერსიტეტის გარდა ლონდონის კიდევ ორ უნივერსიტეტში - Queen Mary University of London და University of Westminster - გავგზავნე, რომლებმაც, ასევე, მიმიღეს. როდესაც ლონდონში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, ძალიან დაბნეული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, საიდან რა უნდა დამეწყო. თუმცა, მალევე Georgian Academic Abroad-ის (GAA) შესახებ შევიტყვე და სწორედ ამ ორგანიზაციას მიუძღვის უდიდესი წვლილი იმაში, რომ მე დღეს ამ ეტაპამდე მოვედი. კერძოდ, GAA-ს საუკეთესო გუნდი დამეხმარა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამევლო უცხოეთში ჩაბარების მრავალეტაპიანი გზა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე შემარჩევინეს უნივერსიტეტები, თითოეული უნივერსიტეტისთვის ინდივიდუალური აპლიკაცია მომიმზადეს, ამა თუ იმ საკითხზე ჩემ მაგივრად დაამყარეს უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია და საბოლოოდ დიდი ბრიტანეთის ვიზის მოპოვებაშიც დამეხმარნენ. რაც მთავარია, ეს მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ მივიღე, რაც, ვფიქრობ, საქართველოში ერთადერთი თუ არა, ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა.

    Testimonial image

    Ivane Tvalchrelidze

    მე მქვია ივა თვალჭრელიძე, ვსწავლობ ნიდერლანდებში, ტვენტეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე. ამ უნივერსიტეტში მოხვედრაზე ფიქრი დავიწყე სკოლის დამამთავრებელ კლასში. უნივერსიტეტის საიტიდანვე შევიტყვე, რომ სასწავლებელი საქართველოში თანამშრომლობდა GAA-თან, რის შემდეგაც მივმართე GAA-ს, რომელმაც გამიწია შუამავლობა უნივერსიტეტთან, დამეხმარა საბუთების შეგროვებასა და სავიზო მომსახურებაში, უნივერსიტეტთან კომუნიკაციასა და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასა და სხვა საჭირო პროცედურების განხორციელებაში. ამ ერთმა წელმა ჩაიარა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მულტიკულტურულ გარემოში სწავლა და ცხოვრება. თავად უნივერსიტეტში სწავლა გამოწვევებით სავსეა, თუმცა ძალიან ბევრის მომცემი. მადლობა GAA-ს დახმარებისთვის!

    Testimonial image

    Mariam Kirtadze

    გამარჯობა, მე ვარ მარიამი. ვსწავლობ University of Glasgow-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. აქ მოხვედრაში კი GAA-ის გუნდი დამეხმარა. ყველა სტუდენტს, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გინდატ გირჩევთ, რომ მიმართოთ მათ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თაკოს და აიშას. ეს ადამიანები ყველაფერში დაგეხმარებიან, ვინაიდან ძალიან ბევრი პატარა დეტალია გასათვალისწინებელი. აქვთ არაჩვეულებრივი გარემო და ძალიან ბედნიერი ვარ.

    Testimonial image

    Vakhtang Luashvili

    გამარჯობა, მე ვარ ვატო ლუაშვილი და GAA-ის დახმარებით სწავლას ვაგრძელებ აშშ-ში, მაიამიში, ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტში. GAA-ზე გავიგე და როდესაც აქ მოვედი ყველანაირად დამეხმარნენ. გავაგზავნე აპლიკაციები სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მივიღე დაფინანსება. ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა ამერიკაში ან ევროპაში ყველას ვურჩევ, რომ GAA-ის მიმართონ.

    Testimonial image

    Tamar Kokaia

    მე ვარ თათუკა კოკაია 18 წლის და ამჟამად ვსწავლობ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. Data Science-ის საბაკალავრო პროგრამაზე. GAA-ზე ინფორმაცია მივიღე მეგობრისგან, მოვედი, გავიარე კონულტაცია, გავაგზავნეთ აპლიკაციები და თანხმობების შემდეგ დავიწყეთ სავიზო პროცედურები, აგვისტოში კი წარმატტებით წავედი ამერიკაში. უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ყველაზე კარგი კი ისაა რომ ამინდები იმდენად კარგია, რომ უნივერსიტეტში სიარული მუდმოივად მიხარია. ლექციები ძალიან ორგანიზებული, სახალისო და საინტერესოა. ძალიან ხშირად მოწვეული პროფესორებიც გვყავს.

    logo

    Georgian Academic Abroad სტუდენტების წარმატებასა და კომფორტს დიდ ყურადღებას აქცევს. გაგვიხარდება თუ ამ თავგადასავალის ნაწილი თქვენც გახდებით 37M, Ilia Chavchavadze Avenue, Axis Towers 5th floor (Terminal Towers) 0165, Tbilisi, Georgia

    პარტნიორები

    ღონისძიებები

    ექსპერტები

    კონტაქტი

    GENI

    ใหม่

    ბლოგი

    +995 555 66 9999

    +995 555 66 0000

    [email protected]

    © 2025 Georgian Academic Abroad. All rights reserved

    icon
    icon
    icon
    logo
    პარტნიორებიღონისძიებებიექსპერტებიბლოგიკონტაქტი
    დაგვიკავშირდით
    დაგვიკავშირდით
    პარტნიორები
    ღონისძიებები
    ექსპერტები
    ბლოგი
    კონტაქტი

    გაიარეთ რეგისტრაცია კონსულტაციისთვის