Study in London at LSBU

𝗟𝗼𝗻𝗱𝗼𝗻 𝗦𝗼𝘂𝘁𝗵 𝗕𝗮𝗻𝗸 𝗨𝗻𝗶𝘃𝗲𝗿𝘀𝗶𝘁𝘆-ში სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურზე სწავლით დაინტერესებული პირებისთვის 11 დეკემბერს, 4 საათზე გაიმართება ვებინარი
▪️ვებინარზე უშუალოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან - 𝗠𝗮𝗹𝗰𝗼𝗹𝗺 𝗗𝗮𝘃𝗶𝗱𝘀𝗼𝗻-ისგან მიიღებთ ინფორმაციას პროგრამებზე, მისაღებ კრიტერიუმებსა და ნაწილობრივი დაფინანსების შესაძლებლობებზე. 
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეძლებთ დასვათ კითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები 😇

🗓თარიღი: 11 დეკემბერი
⏰დრო: 16:00


🇬🇧🎡ლონდონი განათლების მისაღებად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილია, რატომ? 👇
✔️ N 1 საერთაშორისო სტუდენტური ქალაქი
ლონდონში ყოველწლიურად, დაახლოებით 100 000 სტუდენტი ჩადის 200 სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ფაქტი ეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს მულტიკულტურულის სტატუსი და სტუდენტებს აძლევს საშუალებას იცხოვრონ ხმაურიან და ეკლექტიკურ ატმოსფეროში.
✔️ ლონდონში ფუნქციონირებს 45 უნივერსიტეტი
ლონდონი გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ 45 უნივერსიტეტიდან თქვენთვის სასურველი პროგრამისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე ლონდონში მდებაარე უნივერისტეტები გამოირჩევიან რეიტინგითაც და ამ უნივერსიტეტებიდან ოთხი საუკეთესო უნივერსიტეტების ორმოცეულშია (Times Higher Education Top40)
✔️ ბრიტანეთის ბიბლიოთეკა
ლონდონში მდებარე უნივერსიტეტების სტუდენტებს გაუმართლათ, რადგან მათ არ უწევთ წიგნებში უამრავი თანხის დახარჯვა, ამის მიზეზი კი ბრიტანული ბიბლიოთეკაა, სადაც ამდროისთვის 150 მილიონზე მეტი წიგნია და ყოველწლიურად ეს რიცხვი 3 მილიონით იზრდება.
✔️ გასაოცარი მიღწევები
ლონდონში უამრავი გასაოცარი აღმოჩენის ადგილია. (დნმ, პენიცილინი,თითის ანაბეჭდები) ლონდონის უნივერისტეტების კურსდამთავრებულთა შორის 70 ნობელის პრემიის ლაურეატია.
✔️დასაქმების მაღალი შესაძლებლობა 
ლონდონში მიღებული აკადემიური ხარისხი აღიარებულია მთელს მსოფლიოში. ლონდონი სახლად უმარავმა ინდუსტრიამ გაიხადა (მოდა, ფინანსები, საგამომცემლო და მედიის) ეს ფაქტი იწვევს უამრავი სტაჟირების გავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს სწავლის პარალელურადაც. 
კვლევებმა აჩვენეს რომ 10 დან 8 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მაღალი საწყისი ხელფასი, ლონდონში მდებარე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
✔️ მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი
ლონდონი დღეს ფინანსურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალაქს წარმოადგენს. ლონდონში მდებარეობს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის სათაო ოფისი (მათ შორის, BSkyB, BBC, Penguin და HSBC). რომელ სფეროშიც არ უნდა გსურდეთ თავის დამკვიდრება - მეცნიერება; მოდა; მედია; ფინანსები - ლონდონი ყველა შემთხვევაში სწორი დანიშნულების ადგილი იქნება.
✔️სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა
ლონდონში კარგად იციან, რომ სტუდენტები ქმნიან ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს. ლონდონში მდებარე ორგანიზაციები (ბარები და ღამის კლუბები, ტურები და ღონისძიებები, გალერეები და მუზეუმები) სტუდენტებს უამრავ ფასდაკლებას სთავაზობენ. 

Share: Facebook, Twitter, Linkedin


შევსეთ სარეგისტრაციო ფორმა