College Counselling - Free sessions

28 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე



28 ნოემბერი 1 დეკემბერი - უფასო კონსულტაციების კვირა

მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ განათლების მიღებას გადაწყვეტთ, მრავალი საკითხის მოგვარება მოგიწევთ და ასევე გაგიჩნდებათ უამრავი კითხვა, რომელზეც კომპეტენტური პასუხების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველ ეტაპზე საჭიროა შეარჩიოთ, სასწავლო დაწესებულება და აკადემიური პროგრამა. შემდეგ უნდა გაარკვიოთ რა დოკუმენტები უნდა გაგზავოთ სასწავლო დაწესებულებაში და ამასთანავე ყურადღებით უნდა გაეცნოთ გაგზავნის პროცედურებსა და მკაცრად განსაზღვრულ დედლაინებს. პარალელურად უნდა გქონდეთ მუდმივი მიმოწერა სასწავლო დაწესებულებასთან და სააპლიკაციო პროცედურების დასრულების შემდგომ, მოგიწევთ შეეჭიდოთ, არც თუ ისე მარტივ სავიზო პროცედურებს.

GAA უზრუნველჰყოფს ყველა ჩამოთვლილ ეტაპზე მომსახურებას, დაგეხმარებათ სასწავლო გეგმის შედგენაში და შემდეგ ამ გეგმის განხორციელებაში.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ სასკოლო, საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე საზღვარგარეთ სწავლის დაწყება, 28 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე 12-დან 7 საათამდე, GAA-ის გუნდის წევრები გაგიწევთ ინდივიდუალურ კონსულტაციას.

28 ნოემბერი - ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა 🇨🇦🇺🇲
29 ნოემბერი - დიდი ბრიტანეთი 🇬🇧
30 ნოემბერი - ევროპა 🇪🇺
1 დეკემბერი - ავსტრალია 🇦🇺

კონსულტაციაზე მოსვლამდე სავალდებულოა რეგისტრაცია

რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დროის შესათანხმებლად დაგიკავშირდებათ.

ჩასაწერად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები, ან დაგვიკავშირდით:
+995 593 71 58 58
+995 558 17 58 58
info@academicabroad.ge

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: