Study Abroad Consultancy

Georgian Academic Abroad
You study, We care

ჩვენ შესახებ

განათლება საზღვარგარეთ - ინდუსტირია აერთიანებს ინგლისური ენის პროვაიდერ ცენტრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს, პროფესიული და შემდგომი განათლების კოლეჯებს, სკოლა-პანსიონებს, ტურიზმის, მოდისა და დიზაინის სკოლებს.

იმისათვის, რომ გაერკვეთ უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში, გააანალიზოთ დიდი ოდენობით ინფორმაცია, სწორად შეარჩიოთ შესაბამისი სასწავლო დაწესებულება და პროგრამა, მოაწესრიგოთ ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები, რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად წარმართოთ სავიზო პრცედურები, თქვენ გჭირდებთ დრო, ენერგია და ფინანსები.

ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეგიქმნით წარმოდგენას უცხოური განათლების სისტემის შესახებ და პასუხს გასცემს თქვენი კითხვების გარკვეულ რაოდენობას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენ პროფესიონალ კონსულტანტებს, მობრძანდეთ Georgian Academic Abroad-ის ოფისში, თბილისში.

დღეს, GAA - წამყვანი საგანმანათლებლო საკონსულტაციო სააგენტოა საქართველოში, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ასობით საგანმანათლებლო პროგრამას მთელს მსოფლიოში:

  • ენის შემსწავლელი კურსები
  • საზაფხულო სკოლები
  • სასერთიფიკატო პროგრამები
  • საშუალო განათლება
  • უმაღლესი სასკოლო განათლება:

    • A levels
    • Pre GCSE; GSCE
    • IB Diploma
  • Foundation (ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელი პროგრამები)
  • Pre-Masters (წინასამაგისტრო პროგრამები)
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სადოქტორო პროგრამები
  • ჩვენი სააგენტო გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  • კონსულტაცია საზღვარგარეთ განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
  • იმ სკოლის/ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამის შერჩევა, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მიზნებს, საჭიროებებს, მოლოდინსა და ბიუჯეტს
  • არჩეული სასწავლო დაწესებულებისა და პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში მხარდაჭერა. დოკუმენტაციაში იგულისხმება: სააპლიკაციო ფორმა, სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაციო წერილი რეზიუმე/CV და ა.შ.
  • არჩეულ სასწავლო დაწესებულებაში საბუთების გაგზავნა და შემდეგი პროცესების წარმართვა
  • სავიზო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და სავიზო განაცხადის გაკეთებაში მხარდაჭერა.
  • Georgian Academic Abroad, დარსდა 2008 წელს. 2008 წლიდან ჩვენ 2500-ზე მეტ აპლიკანტს დავეხმარეთ ესწავლათ სასურველ უნივერსიტეტებში (foundation, undergraduate and graduate, masters, pre-masters), ენის სკოლებში. ჩვენმა სტუდენტებმა განათლება მიიღეს: ამერიკის შეერთებული შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, მალტაში, ახალ ზელანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ჩინეთში შვეიცარიასა და საფრანგეთში. ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტებისა როგორებიცაა: GLION, Les Roches, Kendall College, Blue Mountains International Hotel Management School. ასევე ვთანამშრომლობთ დიდი ბრიტანეთის შემდეგ რეიტინგულ უნივერსიტეტებთან: St. Andrews University, Surrey University, Lancaster University, Exeter University, Aberdeen University და ასე შემდეგ.
    GAA-ს პერსონალმა გაიარა ბრიტანეთის საბჭოს ტრენინგები 2014 და 2015.
    კომპანიას აქვს ფილიალები საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთსა და ალბანეთში.

    ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებთან როგორიცაა: Dongbei University, Shorelight Education, Kings Colleges of English, LSI, Enforex, RDI, European University, Breamer College, TDSB, ELS, Kaplan International, Nova Scotia International High School Program, Cambridge Education Group, EC, LSBF, FLS... და სხვები!

    კომპანიას აქვს ინგლისური ენის სკოლა და უშვებს საგანმანათლებლო ჟურნალებს.

    ჩვენი სერვისი მომხმარებლისთვის უფასოა!