Menu

რატომ უნდა მიიღოთ განათლება ირლანდიაში, Trinity College Dublin-ში?

 
 
რატომ უნდა მიიღოთ განათლება  ირლანდიაში, Trinity college Dublin-ში?
 
♦ ქალაქის უსაფრთხოება
UN Global Peace Index 2016-ის მიხედვით დუბლინი აღიარებული მე-12 ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მსოფლიოში, ქალაქი არის პატარა, მეგობრული და ახალგაზრდებით სავსე ადგილი, სადაც თითქმის ყველა საუბრობს ინგლისურად. ასევე დუბლინში მრავლადაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, თეატრები, მუზეუმები, ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის ფესტივალები.
 
♦ უნივერსიტეტის რეიტინგი და სანდოობა
⇒ Trinity college Dublin დაარსდა 1592 წელს, უნივერსიტეტმა მოიპოვა ირლანდიის N1 უნივერსიტეტის ტიტული, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ის შედის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების 100-ეულში. 
 
♦ ფაკულტეტების ფართო არჩევანი
⇒ უნივერსიტეტი გთავაზობთ 3 ფაკულტეტსა და 24 სკოლას, რომლების მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ინჟინერია, მათემატიკა და მეცნიერებები, ჯანმრთელობა და მედიცინა, ხელოვნება, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები. 
 
♦ მასალებზე წვდომის უდიდესი რესურსი
⇒ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მოიცავს 6 მილიონამდე წიგნსა და სამეცნიერო ნაშრომებს, ელექტრონული  ბიბლიოთეკა კი აერთიანებს 30000 სამეცნიერო ჟურნალსა და გამოცემას. 
 
♦ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა საერთაშორისო სტუდენტებს
⇒ უნივერსიტეტში ამჟამად 17,000-მდე სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 122 ქვეყნიდან, მათ შორისაა საქართველო. საერთაშორისო სტუდენტებს  ეძლევათ საშუალება იმუშაონ 20 საათი კვირაში, ხოლო 40 საათი საუნივერსიტეტო არდადეგებზე. სწავლის დასრულების შემდეგ საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებიიღებენ 1 წლიან სამუშაო ვიზას, ხოლო სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძევათ 2 წლიანი სამუშაო ვიზა. 
 
♦ საერთაშორისო კომპანიების სათაო ოფისების ლოკაცია
⇒ დუბლინში მდებარეობს ისეთი საერთაშoრისო კომპანიების სათაო ოფისები როგორებიცაა : Google, Facebook, Apple, Twitter, Pfizer, CITI.