Menu

Why Should You Study Engineering

 
რატომ უნდა ისწავლოთ ინჟინერიაზე?
 
 კარიერული პერსპექტივები
ინჟინერიის კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ დასაქმდენ ისეთ წამყვან პოზიციებზე, როგორებიცაა:  
ტექნიკური ინჟინერი
√ ელექტრო ინჟინერი
√ მმართველი ინჟინერი
√ გარემოს დაცვის სპეციალისტი
√ ლოჯისტიკის ინჟინერი
√ ავიაკონსტრუქტორი
√ კომპიუტერული ინჟინერი ...
 
⇒ პროფესიონალის მაღალკომპეტენტურობა
ინჟინერის კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები:
მსოფლიო ბუნებრივი რესურსების დაცვა და მათი გეგმაზომიერად გამოყენების გზების დასახვა.
ახალი ტიპის დიაგნოსტიკური, სამედიცინო დანადგარების შექმნა.
თანამედროვე, სწრაფი, უსაფრთხო და გარემოთვის ნაკლებად საზიანო საფრენი ხომალდების აგება.
სმარტფონებისა და სხვა თანამედროვ მოწყობილობების განვითარება და ა.შ
 
⇒ ფინანსური სტაბილურიბის გარანტია
საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრების, საინფორმაციო პორტალებისა და ბლოგების  უმრავლესობა, თანხმდება იმაზე, რომ ინჟინერია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მსოფლიოში. ელექტრო, ქიმიური, კომპიუტერული და ბირთვული ინჟინერების საშუალო შემოსავალი წელიწადში $60 000-დან $180 000-მდე მერყეობს.
 
⇒ საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობა
ინჟინერის კარიერა მოიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელი ბუნებრივი რესურსების ცვლილებების შესწავლა-განვითარებას და საზოგადოებისთვის სიახლეების დანერგვას. ინჟინერებს ხშირად საშუალება აქვთ, გახდნენ მულტიდისციპლინური და მრავალკულტურული გუნდის წევრები, ერთად მიაღწიონ სასურველ შედეგებს და ერთად გაიზიარონ წარმატებით გამოწვეული კმაყოფილება.
 
⇒ მსოფლიოს გაუმჯობესების შესაძლებლობა
ინჟინერები მუდამ დგანან ახალი გამოწვევბისა და შესაძლებლობების წინაშე და ხშირად ეს გამოწვევები და შესაძლებლობები დაკავშირებულია მსოფლიოს განვითარებასთან. წარმატებული ინჟინერის საქმინობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მისი წარმატებული საქმიანობით გამოწვეულ კმაყოფილებსთან