Menu

Sophie Machabeli

ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება - გავმხდარიყავი Les Roches სტუდენტი.

მყავს 3 წლის გოგონა, რომელიც უნდა დამეტოვებინა სახლში და წავსულიყავი. ბევრს აღარ გავაგრძელებ, და გეტყვით, რომ მარბელა არის სამოთხე და Les Roches უნივერსიტეტი ყველასთვის 
საოცნებო ადგილი - არაჩვეულებრივი ლექტორებითა და უმაგრესი პრაქტიკით ლექციებზევე.

თეორიული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, უნივერსიტეტმა დამაკავშირა სხვა და სხვა ქვეყნის სასტუმროებს და გასაუბრებების შედეგად ახდა ჩემი ოცნება - Hyatt Regency Chicago - USA ამიყვანეს სტაჟირებაზე.

დარწმუნებული ვარ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება 10 მაისიდან, ამაში კი მთავარი წვლილი მიუძღვის Georgian Academic Abroad - რომელმაც მირჩია ეს უნივერსიტეტი, 
დამეხმარა გამგზავრებამდე და მფარველობას მიწევდა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში და ვიცი, რომ ასევე ჩიკაგოში ყოფნის დროსაც ნებისმიერ დროს გვერდში დამიდგებიან.

მადლობა თქვენ - მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება.