Menu

საზაფხულო სკოლა შვეიცარიაში

 
Collège du Léman საზაფხულო სკოლა შვეიცარიაში-თქვენი საუკეთესო საზაფხულო ბანაკი ჟენევაში
 
მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ შემდეგი მიმართულებებიდან მათთვის საინტერესო:
· კომპიუტერული პროგრამირება: ამ სფეროს ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ ყველაფერი კოდირების, პროგრამული უზრუნველყოფისა და საიტების დიზაინის შესახებ.
· CSI ლაბორატორია: სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მეცნიერულ კვლევებს, რომლებიც საჭირო იქნება კრიმინალური საქმის გამოსაძიებლად.
· ინგლისურის კურსები: მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისურ ენას და განივითარებენ კომუნიკაციის უნარებს სხვადასხვა სახალისო საავრჯიშოების გამოყენებით. მთლიანი კურსის გავლა სავალდებულოა და კურსის ბოლოს მოსწავლეები მიიღებენ სერთიფიკატს.
· ფრანგული ენის კურსები: მოსწავლეები შეისწავლიან ფრანგულ ენას და განივითარებენ კომუნიკაციის უნარებს სხვადასხვა სახალისო საავრჯიშოების გამოყენებით. მთლიანი კურსის გავლა სავალდებულოა იმისათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს ფრანგული ენის კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
· MUN (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია): კლასგარეშე და შიდა აქტივობებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა სტილის ხელმძღვანელობისა და საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტების შესახებ. ისინი ასევე ეწვევიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასახლეს ჟენევაში. ეს კურსი ხელმისაწვდომია მხოლოდ14+ ასაკის მოსწავლეებისათვის.
· რობოტოტექნიკა: მოსწავლეები იყენებენ NXT Lego Mindstorm Robot კომპლექტებს სწავლობენ მარტივ პროგრამირებასა და მექანიკას.
 
მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ შედეგი პროგრამებიდან:
·      ჩემპიონთა ლიგა
·      Creative Rock Band
·      NBAction
·      ოლიმპიური თამაშები: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა და სხვა მრავალი
·      On Stage- მათთვის ვისაც უყვარს დრამა, სცენაზე დგომა.
·      პიკასო: მათთვის ვისაც უყვარს ხატვა, სურს მეტი ინფორმაციის მიღება ხატვის სხვადასხვა სტილის შესახებ, სურს ისწავლოს ხელნაკეთი ნივთების შექმნა და ესტუმროს ცნობილ მუზეუმებს.
·      Street Dance: მათთვის ვისაც მოსწონ ჰიპ-ჰოპი და თანამედროვე ცეკვები.
·      ტექნიკა: მათთვის ვისაც მოსწონს ციფრული სამყარო, ვიდეო თამაშები.
 
დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში (800 შვეიცარიული ფრანკი კვირაში) მოსწავლეებს შეუძლიათ დაკავდნენ გოლფით, ტენისით, სხვადასხვა აქტივობებით ტბაზე, ისეირნონ ცხენებით და დაეუფლონ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
 
საღამოს სადილის შემდეგ მოსწავლეებისთვის დაგეგმილია ბევრი აქტივობა მაგალითად:
• ბოულინგი
• ლაზერულითამაშები
• სპორტული თამაშები
• Disco Party
• შოუები (ცირკი და ა.შ. ...)
• გუნდური შეჯიბრებები
 
შაბათ-კვირას მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ შემდეგი აქტივობებით:
• კარტინგი
• აკვაპარკი
• სპორტული ტურნირი
• ბუნებაში გასეირნება
• შოპინგი
 
მოსწავლეები ეწვევიან:
• ყველის ქარხანას- Gruyere
• შოკოლადის ქარხანას-Cailler
• საათების მუზეუმს-Patek Philippe
• ცნობილ შვეიცარულ ქალაქებს
• შვეიცარიის მთებს
 
მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ერთ კვირიანი ტური შევეიცარიაში მოინახულონ ულამაზესი პეიზაჟები, მთები, ტბები, ქალაქები. აღმოაჩინონ ტიპიური პროდუქტები, როგორებიცაა: შოკოლადი, ყველი და სხვა. მიიღონ გამოცდილება სხვადასხვა კულტურის საერთაშორისო მოსწავლეებთან ერთად.
 
საზაფხულო სკოლის თარიღები და ღირებულება:
 
I- 09.07 - 22.07.17
II- 23.07 - 05.08.17
III- 06.08 - 19.08.17
ღირებულება: 5700 შვეიცარიული ფრანკი
 
1 კვირიანი ტური შვეიცარიაში: თარიღი და ღირებულება:
 
20.08 - 27.08.17
ღირებულება: 3'950 შვეიცარიული ფრანკი