Menu

Summer School at YALE

 
საზაფხულო სკოლა იელის უნივერსიტეტში
 
ადგილმდებრეობა  იელის უნივერსიტეტი (Yale University), ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტი, ა.შ.შ. 
თარიღი: 9 ივლისი  6 აგვისტო
მინიმალური ხანგრძლივობა 2 კვირა
ასაკის შეზღუდვა  14 -19
 
იელის უნივერსიტეტი დაარსდა 1701 წელს, აივი-ლიგის წევრია და სიძველით აშშ-ში მესამე უმაღლესი  სასწავლო დაწესებულებაა.  იელის კურსდამთავრებულთა სიაში არიან  აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები, მრავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი.
 
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს, კურსის დასრულებისას სტუდენტების ინგლისური ენის ცოდნის დონე საგრძნობლად გაუმჯობესდება. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ასევე გაეცნობიან  ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატების სტრუქტურას. 
გარდა ინგლისური ენისა მოსწავლეები გაეცნობიან საუნივერსიტეტო ცხოვრების სტილს. მათ ჩაუტარდებათ ლექციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიიღებენ ინფორმაციას, იმაზე თუ როგორ ჩაირიცხონ ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში და რა ეტაპების გავლა მოუწევთ სწავლის დასაწყებად. 
 
საზაფხულო სკოლის მოსწავლეები გაესაუბრებიან იელის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ისინი იელის მიმღები კომისიის წევრებთანაც გაივლიან გასაუბრებას. 
 
საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია აივი-ლიგის უნივერსიტეტების ტური. მოსწავლეები ესტუმრებიან შემდეგ უნივერსიტეტებს:
         ► Brown University
         ► Columbia University
         ► Harvard University
          MIT
 
გარდა ამისა, საზაფხულო სკოლის სტუდენტები მოინახულებენ შემდეგ ქალაქებს:
          ♦ ბოსტონი
          ♦ ნიუ-იორკი
           Mystic
 
საზაფხულო სკოლის სტუდენტები იცხოვრებენ სტუდენტების საერთო საცხოვრებელში ორადგილიან ოთახებში. 
 
პროგრამის ღირებულება:$ 3070 კვირაში
მოცემული თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯებს:
ინგლისურის კურსები
 ორადგილიანი ოთახში განთავსება
 სამჯერადი კვება
 შიდა გადაადგილებები
 ჯანმრთელობის დაზღვევა