Menu

Nino Kapanadze

 
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „Georgian Academic Abroad-ს“ მათი შესანიშნავი მომსახურებისა და მზრუნველი დამოკიდებულებისათვის. 
როდესაც მათ მივმართე არჩეული მქონდა მხოლოდ პროფესია, რის მიხედვითაც მათ შემირჩიეს და შემომთავაზეს მსოფლიო მოწინავე და რეიტინგული უნივერსიტეტები. ასევე დამეხმარნენ საჭირო საბუთების მოწესრიგებასა და გაგზავნაში, ვიზასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. მათგან მივიღე პრაქტიკული და მნიშვნელოვანი რჩევები ჩემს მომავალ განათლებასთან დაკავშირებით. 
ორგანიზაცია დამეხმარა არა მხოლოდ უნივერსიტეტის შერჩევაში, არამედ მათმა მაღალკვალიფიციურმა გუნდმა უნივერსიტეტის შერჩევისას გაითვალისწინა როგორც  უნივერსიტეტის რეიტინგი, ასევე ის გარემო, რომელიც შექმნილია სტუდენტისთვის ეფექტური და ხარისხიანი განათლების მისაღებად. საბოლოო არჩევანი ჩემს საოცნებო ქვეყანაზე ამერიკაზე გავაკეთე და გავხდი  „The University OF Vermont”-ის ბაკალავრიატის სტუდენტი. აქ ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩემი არჩევანის სისწორეში და ამაში დიდი წვლილი სწორედ ამ ორგანიზაციას მიუძღვის.
ამიტომ, მე რა თქმა უნდა რეკომენდაციას ვუწევ „Georgian Academic Abroad-ს“, რომელიც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი გუნდია და მზადაა დახმარება გაუწიოს ყველას ვისაც სურვილი აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღოს უმაღლესი განათლება.
დიდ მადლობას ვუხდი გაწეული დახმარებისათვის. 
საუკეთესო სურვილებით ნინო კაპანაძე