Menu

Stay in Canada Forever

Simon Fraser University კანადაში საერთაშორისო სტუდეტებს აძლევს შესაძლებლობას მოიპოვონ მაგისტრის ხარისხი ინჟინერიაში, სწავლის დამთავრების შემდეგ დასაქმდნენ პროფესიით კანადაში, მოიპოვონ ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენის უფლება. 
 
Simon Fraser University სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტია, მდებარეობს კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. უნივერსიტეტი ვანკუვერის კამპუსში საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს ინჟინერიის წინასამაგისტრო და სამაგისტრო პროგრამებს.  უნივერსიტეტი დაარსდა 1965 წელს. საუკეთესო უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში უნივერსიტეტი იკავებს 225-ე პოზიციას. (QS University Rankings) 
 
პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას და 4 თვიან ანაზღაურებად  სტაჟირებას.  სტაჟირების დროს სტუდენტები უკავშირდებიან და  იძენენ ნაცნობებს მათთვის საინტერესო ინდუსტრიაში, რაც შემდგომშ მათი დასაქმების ერთ-ერთი მიზეზი ხდება.  
 
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ BC ტრენინგებზე.  4 წლის განმავლობში ისინი იმუშავებენ როგორც Association of Professional Engineers and Geoscientists of British Columbia -ის წევრები. შემდეგ ჩააბარებენ პროფესიულ გამოცდას. ამის შემდეგ მათ შეეძლებათ იმუშაონ ინჯინერებად მთელს კანადაში.  
 
ამასთანავე კურსდამთავრებულებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი BC Provincial Nominee პროგრამისთვის და მოიპოვონ მოქალაქეობა. 
 
 
ინჟინერიის წინასამაგისტრო პროგრამის მისაღები მოთხოვნები:
ბაკალავრის დიპლომი (GPA3.0) და ქულების ამონაწერი;
IELTS 6.5
 
ინჟინერიის წინასამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (4 თვე)
 
ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა: 16 თვე (1.5 წელი)
 
სწავლის დაწყების თარიღი: მაისი
 
ინჟინერიის წინასამაგისტრო პროგრამის ღირებულება:10,340 ამერიკული დოლარი;
ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ღირებულება: 23,150 ამერიკული დოლარი.