Menu

University of Sheffield - Architecture

 
ისწავლე არქიტექტურა ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტში.
 
University of Sheffield- ის არქიტექტურის პროგრამა იკავებს მე-4 ადგილს ბრიტანულ უნივერსიტეტების რეიტინგში Times Good University Guide 2016 –ის მიხედვით, QS Word Rankings 2016- ის მიხედვით შედის საუკეთესო ხუთეულში და Complete University Guide 2017 - ის მიხედვით მე-5 ადგილზეა. უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში იკავებს მე-80 პოზიციას. 
 
უნივერსიტეტი არქიტექტურის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
 
BA Architecture (RIBA accredited)
BA Architecture & Landscape 
BA Architectural & Interdisciplinary Studies
 
მოსწავლეებს, რომლებმაც საქართველოში დაამთავრეს სკოლა და სურთ სწავლის გაგრძელება ბრიტანულ უნივერსიტეტში სჭირდებათ Foundation, ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელი 1 წლიანი პროგრამა,აპლიკანტები პროგრამას გაივლიან შეფილდის  უნივერსიტეტში,  პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები სწავლას აგრძელებენ  ჩამოთვლილი საბაკალავრო პროგრამებიდან მათთვის სასურველზე. 
 
მისაღები მოთხოვნები  Foundation პროგრამისთვის:
ატესტატი და ბოლო სამი წლის ქულების ამონაწერი სკოლიდან
IELTS 5.0
 
Foundation პროგრამის ღირებულება: £14,980
 
სწავლის დაწყების თარიღი სექტემბერი /იანვარი/ აპრილი
 
უნივერსიტეტი ასევე გთავაზობთ Pre masters, წინასამაგისტრო, მაგისტრატურისთვის მოსამზადებელ პროგრამებს რომელთა დასრულების შემდეგაც შეგიძლიათ სწავლა განაგრძოთ შემდეგ 1 წლიან სამაგისტრო პროგრამებზე: 
 
MA Architectural Design
MA Urban Design 
MSc Sustainable Architectural Studies
MSc Digital Architecture & Design
 
მისაღები მოთხოვნები  Pre Masters პროგრამისთვის:
ბაკალავრის დიპლომი და ქულების ამონაწერი უნივერსიტეტიდან
IELTS 5.5
 
Pre Masters პროგრამის ღირებულება: £15,080
სწავლის დაწყების თარიღი სექტემბერი /იანვარი/ აპრილი