Menu

70% scholarship to study in North America

ESLi (English as a Second Language International)  პროგრამა მორგებულია, მათზე ვისაც ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის დაწყებამდე სურს ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, ასევე არ აქვთ IELTS/ TOEFL სერთიფიკატი. მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებზე ვისაც არ აქვთ GMAT/GRE. პროგრამის ფარგლებში  ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პირველ ეტაპზე სტუდენტები შეისწავლიან ინგლისურ ენას,  15 კვირიანი ინგლისური ენის ინტენსიური კურსის დასრულებისა და ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი სწავლას განაგრძობენ სასურველ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე.
 
სტუდენტი ენის კურსების დაწყებამდე ირიცხება სასურველ უნივერსიტეტში სასურველ სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამაზე, ინგლისური ენის კურსის შემდეგ ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების პირობით. არ მოითხოვება IELTS ან  TOEFL სერთიფიკატები, ასევე მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებს აქვთ საშუალება GMAT/ GRE ჩააბარონ ენის კურსის დასრულებამდე, სტუდენტებს კურსის ფარგლებში მოამზადებენ გამოცდებისთვის. 
 
პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ 20% - 70% დაფინანსებას როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო პროგრამებზე. დაფინანსების მოპოვება საბაკალავრო პროგრამებზე დამოკიდებულია სკოლის ქულებზე, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე ბაკალვრის GPA -ზე. 
 
ESLi პროგრამა ხორციელდება შემდეგ უნივერსიტეტებში:
 
Trinity Western University - კანადა
Full Sail University –ა.შ.შ.
Southern Illinois University Edwardsville - ა.შ.შ.
Texas A & M University Corpus Christi - ა.შ.შ
University of Minnesota Duluth - ა.შ.შ.
University of Wisconsin Superior - ა.შ.შ.
West Texas A & M University - ა.შ.შ.
Western Kentucky University - ა.შ.შ.
 
მისაღები მოთხოვნები:
ატესტატი / ბაკალავრის დიპლომი ქულების ამონაწერით
3 სარეკომენდაციო წერილი
სამოტივაციო წერილი
CV
 
ESLi პროგრამის ( ინგლისურის 15 კვირიანი კურსის) ღირებულებაა $5,500 - Georgian Academic Abroad გთავაზობთ $1000 ფასდაკლებას მოცემული ფასიდან.