Menu

BA Event Management

 
ბრიტანეთის N1 უნივერსიტეტი ზურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით გთავაზობთ ღონისძიების მართვის საბაკალავრო პროგრამას.
 
University of Surrey სახელმწიფო კვლევიი უნივერსიტეტია, მდებარეობს სარეიში, ინგლისში. უნივერსიტეტის იკავებს  მე-4 ადგილს გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტნგში (Guardian University Guide 2016), მე-8 ადგილს სტუდენტთა კმაყოფლების მიხედვით (National Student satisfaction Survey 2014), 
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 97% საქმდება ან განაგრძობს სწავლას (Higher Education Statistics Agency).
 
უნივერსიტეტს ჰყავს 2300 + პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებშიც სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამებს.
 
სარეის უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული ივენთ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა შედგება შემდეგი სასწავლო კურსებისაგან: 
პროფესიონალების განვითარება
ბიზნეს გარემო
ბიზნესი და ღონისძიებების საერთაშორისო კონტექსტი
ბიზნესის ზემოქმედება
ღონისძიებათა დიზაინი და შემოქმედება
ღონისძიებების პროექტის მართვა და დაგეგმვა
მარკეტინგის პრინციპები
ფინანსური აღრიცხვა
პროფესიული ეთიკა
წარმოსახვითი ღონისძიებების თემები და გამოცდილება
ბიზნესი და ფინანსები
ღონისძიებათა ეტაპობრივი დაგეგმვა
ტექნიკა და მედია
საერთაშორისო გამოწვევები ღონისძიებების მართვისას
საერთაშორისო ბიზნეს სტრატეგია
დატვირთული ქალაქები და ღონისძიებათა თარიღები
ბიზნესს ღონისძიებების დინამიკა 
მდგრადი ოპერაციები
 
საბაკალავრო პროგრამა შედგება შემდეგი არჩევითი კურსებისგან: 
მომსახურების მარკეტინგი
► ეკონომიკა, დასვენება და ტურიზმი
► მარკეტინგული კომუნიკაციები
► პროფესიული განვითარების პრაქტიკა
► ორგანიზაციებისა და ადამიანური რესურსების მართვა
► ბიზნეს სამართლი
► ტურიზმი და საზოგადოება
► მარკეტინგი ციფრულ გარემოში
► მეწარმეობა და ტურიზმი
ინოვაცია და ახალი პროდუქტის განვითარება
კვლევის მეთოდები ტურიზმსა და მასპინძლობაში
ბრენდის სტრატეგიული მენეჯმენტი ტურიზმში
ლიდერობა
ბიზნეს გეგმა 
შრომითი სამართალი
მენტორობა და პროფესიული განვითარება
 
პროფესიონალების განვითარება - მოდული  უზრუნველჰყოფს სტუდენტებს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდისტრიაში კარიერული განვითარებისთვის საჭირო საფუძვლით.  ადაპტირებული დარგობრივი მიდგომის საფუძველზე, სასწავლო კურსი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ და დახვეწონ როგორც აკადემიური ისე  პროფესიული უნარები და ღირებულებები, რისი ძირითადი მიზანიც შემდგომი დასაქმებაა. სტუდენტები იძენენ სწორად სწავლის უნარებს და ასევე კარიერის მართვის უნარებს, სწავლობენ ავტობიოგრაფიისა და რეზიუმის სწორად შედგენას. სამუშაო პოზიცისს მოსაპოვებლად ეფექტური სამოტივაციო წერილის  წერასა და დამსაქმებლისთვის თავიანთი უნარ-ჩვევების წარდგენის ხერხებს. სასწავლო კურსის შეფასება ემყარება ინდივიდუალურ ესეისა (40%) და ჯგუფურ პროექტს (60%).
 
ბიზნესი და ღონისძიებების საერთაშორისო კონტექსტი- კურსის გავლისას სტუდენტები ეცნობიან ღონისძიებების ბუნებას, მათ სპექტრს, ტიპებსა და მახასიათებლებს.  იღებენ ინფორმაციას ძირითადი პროვაიდერებისა და საზოგადოებაში ღონისძიებების როლის მნიშვნელობიის შესახებ.ურსის მიზანია სტუდენტებს შეექმნათ წარმოდგენა, ღონისძიებების, მათი მართვისა და სექტორის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.  სტუდენტებისთვის ინფორმაციის გადაცემა ხდება სამ საათიანი ყოველკვირეული ლექციების მეშვეობით, პრაქტიკული უნარ ჩვევების და აზროვნების უნარის გამომუშავებბისთვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს შემთხვევების ანალიზის მეთოდს. მათი შემექმედითობის უნარის განვითარებისთვის სემინარები ითვალისწინებს დისკუსიებს. შეფასების მეთოდებიდან გამოიყენება წერითი მეთოდი (დამოუკიდებელი ესეი) და ასევე ჯგუფური პროექტი, შეფასების მისაღებად მცირე კგუფში გადანაწილებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 2000 სიტყვიანი პროექტი. 
 
ღონისძიებათა დიზაინი და შემოქმედება- კურსის მიზანია სტუდენტებმა შეიძინონ ძირითადი და საჭირო უნარ-ჩვევები ღონისძიებათა ვიზუალური და თემატური დიზაინისთვის. მოდული იკვლევს ღონისძიებათა დიზაინის როლს,  გააცნობს სტუდენტებს, დიზაინის პრინციპებს, კონცეფციებს.  ასევე კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექმნებათ წარმოდგენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითობა ამა თუ იმ ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. სწავლების მეთოდებიდან გამოიყენება დემონსტრირების მეთოდები, პრეზენტაციები, ვიდეო და ფოტო მასალით სწავლება. სემინარებზე სტუდენტები წარმოაჩენენ მათ შემოქმედებით მიდგომას და  ცვლიან აზრებს ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებით რითაც ფასდება კურსის პრაქტიკული ნაწილი, ხოლო თეორიული ნაწილის შეფასება ხდება სტუდენტების მიერ წარმოდგენილ ესეიზე დაყრდნობით. 
 
პროგრამის შემადგენელი კურსებიდან კიდევ ერთი გამორჩეული კურსია წარმოსახვითი ღონისძიებების თემები და გამოცდილება. კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ გამოცდილება რეალურ ღონისძიებებზე დასწრებთ. კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს და საკუთარ თავზე გამოცდიან, თუ რა გაავლენას ახდენს სტუმრებზე სხვადასხვა დეტალები იქნება ეს  განათება, დეკორი, ავეჯი, ხმა, სუნი, ზომა და ფორმა, ასევე ის  პროდუქცია ან საქონლი, რომელიც გამოიყენება მაგალითად ტანსაცმელი, ტექნიკა და ასე შემდეგ.  ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტები იღებენ იმ გამოცდილებას რომელსაც იღებს ღონისძიების სტუმარი, შესაბამისად იძენენ ცოდნას თუ იმის შესახებ, თუ რა საშუალებების გამოყენებით შეუძლიათ მიაღწიონ სტუმართა, ანუ მომხმარებელთა კმაყფილების მაღალ დონეს.  შეძენილი გამოცდილება შემდგომში დასაქმების ერთ-ერთიგარანტია. სტუდენტთა შეფასება ხდება მათ მიერ კურსის ბოლოს წარდგენილ 1500 სიტყვიან მოხსენებაზე დაყრდნობით. მოხსენებაში გადმოცემული უნდა იყოს ის გამოცდილება, რომელიც მიიღეს სტუდენტებმა ღონისძიებაზე დასწრების დროს. მოხსენება უნდა შედგებოდეს ღონისძიების ანალიზისგან, კონკრეტული ანალიტიკური მოდელის გამოყენებით. 
 
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელია, თუმცა სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მეორე კურსის დასრულების შემდეგ გაიარონ ერთ წლიანი სტაჟირების პროგრამა.
ღირებულება  £16,000 ფუნტი სტერლინგი წელიწადში