Menu

მზადება ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებისთვის

მზადება ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებისთვის
 
CATS College-ის მოსაწავლეებს, რომლებიც სწავლობენ A levels პროგრამაზე, აქვთ შანსი მონაწილეობა მიიღონ Oxbridge პროგრამაში. 
სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მაღალი აკადემიური შედეგები მონაწილეობას იღებენ Oxbridge პროგრამაში.
 
პროგრამის ფარგლებში მათ უტარდებათ დამატებითი მეცადინეობები, ემზადებიან მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში მისაღებად აუცილებელი გასაუბრებებისთვის, იღებენ რჩევებს სამოტივაციო წერილებთან დაკავშირდებით, უტარდებათ სემინარები კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად. ასევე სტუდენტები ესწრებიან ოქსფორდისა და კემბიჯის უნივერსიტეტების მიმღები კომისიის წევრების, მრჩევლების მიერ გამართულ სემინარებს. პროგრამის მონაწილე მოსწავლეები ასევე მონაწილებას იღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში: ოლიმპიადებში, შეჯიბრებებში, დებატებში და ა.შ.
 
Cats College რამდენიმე წარმატებული კურსდამთავრებული სწავლას აგრძელებს ისეთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში როგორეიბიცაა კემბრიჯი და ოქსფორდი.
 
A levels პროგრამის დაწყება მოსწავლეებს შეუძლიათ 12 კლასიდან. პროგრამაზე მისაღებად მოსწავლემ უნდა წარადგინოს 9, 10 ,11 კლასის ქულების ამონაწერი. ასევე IELTS 5.0.
 
სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი/ იანვარი/ აპრილი
მდებარეობა : ლონდონი/ კემბრიჯი/ კენტერბერი
A Levels პროგრამის ხანგრძლივობაა 5 ან 6 სემესტრი.
სწავლის ღირებულება
ლონდონი/ კამბრიჯი -£9,720
კენტერბერი - £7,910