Menu

ნაბიჯები კანადის სასწავლო ვიზის მოსაპოვებლად

 
ნაბიჯები კანადის სასწავლო ვიზის მოსაპოვებლად
 
კანადის ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში კანადის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. 2013 წლის 3 ოქტომბრიდან სავიზო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში (CVAC) (აბულაძის ქ. 19 თბილისი)
სტუდენტური ვიზის მოსაპოვებლად უნდა გადადგათ შემდეგი ნაბიჯები: 
 
1. პირველ რიგში თქვენ უნდა ჩაირიცხოთ კანადის რომელიმე ავტორიზებულ უნივერსიტეტში და მიიღოთ მოწვევის წერილი უნივერსიტეტისგან.
2. შემდეგ ეტაპზე  საჭიროა აპლიკაციის შევსება.
3. შემდეგ ეწვიეთ კანადის სავიზო განაცხადების ადგილობრივ ცენტრს (CVAC) და წარადგინეთ შემდეგი საბუთები:
 
სავიზო განაცხადის ფორმა;
მოწვევა უნივერსიტეტიდან;
2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
არსებობის შემთხვევაში ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ამინაწერი საბანკო ანგარიშიდან თქვენ ანგარიშზე გარკვეული თანხის ოდენობის არსებობის მითითებით და ა.შ);
არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
ცნობა ნასამართლეობაზე ინგლისურად ნათარგმნი და დამოწმებული;
4. შეინახეთ ქვითარი რომელსაც მიიღებთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში (CVAC) სრული    განაცხადის წარმოდგენისა და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ. ამ ქვითარზე იქნება საძიებო ნომერი, რომელიც მნიშვნელოვანია, რადგან დაგეხმარებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური მიადევნოთ თქვენი განაცხადის განხილვის პროცესს.
 
ჩვენს პარტნიორ კანადის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველ სტუდენტებს, Georgian Academic Abroad გაუწევს სავიზო ,მხარდაჭერას. ჩვენი სერვისი უფასოა.