Menu

Brunel University - 15% scholarship

Scholarship - 15 %

BRUNEL UNIVERSITY მსოფლიო კლასის უნივერსიტეტია, მდებარეობს  დასავლეთ ლონდონში, უქსბრიჯში. ბრუნელის უნივერსიტეტის პროგრამა- Brand Management  რეიტინგში იკავებს პირველ ადგილს.
 
BRUNEL UNIVERSITY საერთაშორისო სტუდენტებს აძლევს შანსს მოიპოვონ 15% -იანი დაფინანსება. 
 
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ  დაფინანსებას მიიღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ  მარკეტინგულ ღონისძიებებში. ასევე მათ უნდა დაწერონ 250 სიტყვიანი სტატია იმის შესახებ, თუ რატომ აირჩიეს ეს კონკრეტული უნივერსიტეტი, როგორია სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში და როგორ იმოქმედებს მათ მომავალ კარიერაზე ის ცოდნა და გამოცდილება რომელიც უნივერსიტეტმა მისცა.
ასევე სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სხვა უნივერსიტეტებთან თუ საელჩოებთან გამართულ  შეხვედრებში .
 
უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 29 აპრილი, ხოლო სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 20 მაისი. 
 
პასუხს, სტიპენდიის მოპოვების შესახებ სტუდენტები მიიღებენ ივლისის შუა რიცხვებში. 
 
BRUNEL UNIVERSITY  გთავაზობთ სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს შემდეგ სფეროებში:
 
ბიზნესი
კომპიტერული მეცნიერებები
საინფორმაციო ტექნოლოგიები
ბიოლოგიური მეცნიერებები
სიცოცხლესთან დაკავშირებული მეცნიერებები
ქიმია და ა.შ
 
მიღების თარიღები: სექტემბერი/ იანვარი
 
მოთხოვნები ბაკალავრიატისთვის:
ატესტატი
IELTS 6.0
 
მოთხოვნები მაგისტრატურისთვის:
ბაკალავრის დიპლომი
IELTS 6.5
 
სწავლის ღირებულება : £13,500 - £16,500