Menu

ჰოლანდია როგორც დანიშნულების ადგილი საერთაშორისო ბიზნესის სწავლისთვის

 
 
საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამის უცხო, მულტიკულტურულ გარემოში გავლა ყოველთვის კარგი არჩევანია. განვითარებულ, მრავალეროვან ქვეყნებში სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად აგროვებენ საერთაშორისო გამოცდილებასაც.
 
რატომ უნდა ისწავლოთ ბიზნესის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებზე ჰოლანდიის უნივერსიტეტებში?
ჰოლანდია არის  ქვეყანა, რომელის უნივერსიტეტებიც სტუდენტებს სთავაზობს ერთ-ერთ საუკეთესო და დახვეწილ საერთაშორისო ბიზნესის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები საქმდებიან  მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, წამყვან საერთაშორისო კომპანიებში. 
სწავლის პერიოდში სტუდენტები მუშაობენ ორგანიზაციებში არსებულ რეალურ ქეისებზე და მათი თეორიული ცოდნა გადააქვთ პრაქტიკაში.  
• საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის შემთხვევაში, სტუდენტებმა იციან, როგორ დაიწყონ ან/და სათავეში ჩაუდგნენ საერთაშორისო ბიზნესს, როგორ მართონ ის, როგორ აღმოფხვრან კულტურული განსხვავებულობის შედეგად წარმოშობილი პრობლემები და როგორ დაიყვანონ პრობლემის წარმოშობის რისკები მინიმიუმამდე.
 
რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლიათ საერთაშორისო ბიზნესის საბაკაალვრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა

• University of Amsterdam

• University of Groningen

• VU university of Amsterdam

• University of Twente

• Hague university of applied sciences

• Hanze university of applied sciences

• Tilburg university

• Wittenborg university

პროგრამის შემადგენელი კურსები:
საერთაშორისო ბიზნესის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები შედეგბა შემდეგი ძირითადიი კურსებისგან:

⇒ საერთაშორისო ბიზნესს გარემო

⇒ ბუღალტერია

⇒ მენეჯმენტი

⇒ მარკეტინგი

⇒ ორგანიზაციული ქცევა

⇒ მათემატიკა

⇒ სტატისტიკა

⇒ ოპერაციული მენეჯმენტი

⇒ ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ

სამუშაო პოზიციები
სწავლის დასწრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ შემდეგ პოზიციებზე:

> ექსპორტის მენეჯერი

> საერთაშორისო მარკეტერი

> საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი,

> საერთაშორისო პროდუქტების მენეჯერი

> ადამიანური რესურსების მენეჯერი

 

მაგისტრატურა ბიზნესში
 
ჰოლანდიური უნივერსიტეტების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების მიზანია მოამზადოს მაღალ კვალიფიციური კადრები, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
 
გამორჩეული უნივერსიტეტები და მათი ბიზნესის მიმართულების სამაგისტრო პროგრამები
 
 Nyenrode Business University
 Nyenrode Business University მსოფლიოს ერთ -ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა  იკავებს 35-ე პოზიციას ევროპის უნივერსიტეტების რეიტინგში ბიზნესის მიმართულებით (The Financial Times). 1964 წელს, ჰოლანდიის ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა როგორებიცაა: KLM, Shell, Unilever, Philips, Akzo  შეექმნეს საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სტუდენტებს მისცემდა საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. დღესაც უნივერსიტეტი ზრდის მომავალ ბიზნეს ლიდერებს. უნივერსიტეტი განლაგებულია მე-13 საუკუნის ულამაზესს სასახლეში.
Jan Kees de Jager, ჰოლანდიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი
Wim Kok, ჰოლანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი
Antony Burgmans - კომპანია Unilever ყოფილი თავჯდომარე
Fred Gehring, აღმასრულებელი დირექტორი Tommy Hilfiger
Dinesh Gunawardena, შრილანკის პარლამენტის წევრი
Albert Heijn, აღმასრულებელი დირექტორიAlbert Heijn სუპერმარკეტების ქსელი
Oleksiy Pavlenko, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი;
Robert Polet, აღმასრულებელი დირექტორი Gucci
Sander van der Laan, აღმასრულებელი დირექტორი Ahold Europe
Hein Verbruggen, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი
 
Hanze university of applied science
Hanze university of applied science გთავაზობთ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და გაძლევთ ორმაგი ხარისხის მოპოვების შანსს. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა 18 თვიანი პროგრამის 1 სემესტრი გაატარონ გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტში და მიიღონ მაგისტრის ხარისხი როგორც ჰოლანდიის ისე გერმანიის უნივერსიტეტიდან.  ორმაგი ხარისხის მოსაპოვებელ პროგრამას უნივერსიტეტი ბრიტანეთის Anglia Ruskin უნივერსიტეტთანაც სთავაზობს სტუდენტებს იგივე პირობებით. 
 
University of Amsterdam
MBA პროგრამას სტუდენტებს ჰოლანდიის საუკეთესო ბიზნეს სკოლად აღიარებულ The university of Amsterdam-იც სთაავზობს. 
 
Hague university of applied sciences
ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის Hague university of applied sciences- ში გავლის შემთხვევაში,  სტუდენტები ისწავლიან ჰააგაში, ქალაქში, რომელიც ნიდერლანდების ეკონომიკური ცენტრია. ჰააგაში მდებარეობს უამრავი საერთაშორისო ბიზნეს საწარმო, ქალაქის შემოგარენში განლაგებულია საავიაციო ქარხნები, რაც ბიზნესის სტუდენტებს სტაჟირებისა და გამოცდილების მირების შესაძებლობას აძლევს.