Menu

BPP University

 
BPP კერძო, სტუდენტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაკტიკული ცოდნის მიცემაზე ორიენტირებული უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ხშირად მოიცავს სტაჟირების ელემენტს.  BPP უნივერსიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების მომავალ დასაქმებას მათთვის მაღალი დონის, პროფესიული განათლების მიცემით. პროგრესული და ინოვაციური მეთოდების საფუძველზე, თეორიული ცოდნა შეავსოს პროფესიული პრაქტიკით.  ლექციეს უძღვებიან თავიანთ სფეროში უკვე გამოცდილი კადრები. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ სტუდენტს შეუქმნას  კომფორტული სასწავლო გარემო. BPP -ის კამპუსები მდებარეობს გაერთიანებული სამეფოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა: ლონდონი, მანჩესტერი, ლიდსი, ლივერპული, ბრისტოლი, ბირმინგემი.
 
უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
 
BSc (Hons) Business Management
BSc (Hons) Business Management with Finance
BSc (Hons) Accounting and Finance
BSc (Hons) Banking and Finance
LLB (Hons)
LLB (Hons) International Commercial Law
BSc (Hons) Digital and Technology Solutions
BSc (Hons) International Hospitality Management
Bachelor in Dental and Oral Sciences (Hons) (BDOS)
BSc (Hons) Nursing 
BSc (Hons) Psychology
Integrated Undergraduate Masters in Chiropractic (MChiro)
 
სწავლის დაწყების თარიღი: იანვარი/ მაისი/ სექტემბერი.
 
მისაღები მოთხოვნები:  
A Levels/ IB/ Foundation Certificate/ 1 წელი სხვა უნივერსიტეტში
IELTS 6.5
 
მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ მიიღებენ ატესტატს Foundation (ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელი) პროგრამის გავლა დასჭირდებათ. პროგრამა 1 წლიანია და მისი გავლა შესაძლებელია უნივერსიტეტშივე.  მისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები სწავლას აგრძელებენ მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე.  ასევე იმ შემთხვევში თუ აპლიკანტი არ ფლობს ინგლისურს მოთხოვნილ დონეზე სწავლის დაწყებამდე უნივერსიტეტშივე შეუძლია ინგლისური ენის კურსების გავლა. 
 
ბაკალავრიატის ხანგრძლივობა 3 წელია, თუმცა ზოგიერთ მიმართულებაზე უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას სწავლა 2 წელში დაასრულოთ. 
 
სწავლის ღირებულება: £9500 წელიწადში