Menu

ბრიტანული სკოლის მოსწავლე 1 სემესტრით

მიდელტონის სკოლა, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ უალსში, ბრიტანეთში 110დან-18 წლამდე მოსწავლეებს სთავაზობს 2 ტიპის საზაფხულო სკოლას. 
 
1. მიდლტონის მოსწავლე ნახევარი სემესტრით
2. ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა
 
1. მიდლტონის მოსწავლე ნახევარი სემესტრით
 
ქართველ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ 1 სემესტრით გახდნენ ბრიტანული სკოლის მოსწავლეები მიდელტონი აძლევს შანსს გაატარონ ზაფხულის პერიოდი სკოლაში, დაესწრნონ ყველა მეცადინეობას, რომელსაც ესწრებიან სკოლის სხვა მოსწავლეები, დაკავდნენ ყველა სპორტული აქტივობით, რომლებითაც მიდელტონის სხვა მოსწავლეები ერთობიან, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და ასევე  შეიძინონ უამრავი მეგობარი მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან. 
 
პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღები:4 ივნისი- 7 ივლისი. 
 
პროგრამის ღირებულება:£3800  
ღირებულებაში შედის მეცადინეობებზე დასწრების, სპორტული აქტივობების, ექსკურსიების, საცხოვრებლისა და სამჯერადი კვების ხარჯები. 
 
2. ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა
 
მიდელტონის სკოლა საერთაშორისო მოსწავლეებს სთავაზობს ზაფხულის 2 კვირის უელსში, სკოლის ტერიტორიაზე გატარებას.
საზაფხულო სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუუმჯობესებაზე. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის გრამატიკას, ლექსიკას, წერისა და მოსმენის უნარებს.
გარდა ინგლისურის გაკვეთილებისა მოსწავლეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები და ექსკურსიები: 
  • ნავით გასეირნება Puffin Island-ზე
  • Denbigh სასახლის მონახულება
  • Colwyn Bay Mountain- ის ზოოპარკის მონახულება
  • Newborough-ს სანაპიროსა და ტყეების მონახულება
  • კლდეზე ცოცვა, კემპინგი და სხვა სპორტული აქტივობები
  • ინგლისურად გახმოვანებული საინტერესო ფილმების ყურება
პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღები:
9 ივნისი- 23 ივლისი. 
23 ივლისი- 6 აგვისტო
6 აგვისტო-20 აგვისტო
 
პროგრამის ღირებულება:£1500  
ღირებულებაში შედის ინგლისური ენის გაკვეთიების, სპორტული აქტივობების, ექსკურსიების, საცხოვრებლისა და სამჯერადი კვების ხარჯები.