Menu

საზაფხულო სკოლა ბოსტონში

 
საზაფხულო სკოლა ბოსტონში, ამერიკის ერთ-ერთ სტუდენტურ ქალაქში. 
 
ადგილდებარეობა- Tufts University, ბოსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები.
თარიღი: 25 ივნისი - 6 აგვისტო
კლასში მოსაწავლეების რაოდენობა: მაქსიმუმ 15 მოსწავლე 
ასაკის შეზღუდვა: 13-18 წელი
 
მოსწავლეები საზაფხულო პროგრამის ფარგლებში გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს, შეიძენენ მეგობრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, შეეჩვევიან მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრებას.
მოსწავლეებიგამოიმუშავებენ და  გაიუმჯობესებენ შემდეგ უნარებსა და თვისებებს:
ჯგუფში მუშაობის უნარი
√ კომუნიკაციის უნარი
√ თვითდაჯერებულობა
√ ლიდერობა
√ ცნობისმოყვარეობა
√ კრეატიულობა
√ პრობლემების გადაჭრის უნარი
 
საზაფხულო სკოლის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 20 მეცადინეობა. 1 გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება. 
 
პროგრამის ფარგლებში დღის განმავლობაში მოსწავლეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და სოციალური აქტივობები. მოსწავლეები დაკავდებიან შემდეგი სპორტული თამაშებით:
 ფეხბურთი
 მინი ოლიმპიადა
 მაგიდის ჩოგბურთი
 ფრენბურთი
 კალათბურთი
 
საღამოობით მოეწყობა კარაოკე, თეატრის საღამოები. 
 
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ყოველ შუადღესა და საღამოს დაგეგმილია ექსკურსიები, ხოლო შაბათ-კვირას დაგეგმილია სხვა ქალაქების მონახულება. 
 
მოსწავლეები ესტუმრებიან: 
Salem
⇒ Hampton Beach
⇒ Newport/Rhode Island
⇒ Wrentham Village Outlet Mall
 
მოსწავლეები შაბათ-კვირას საშუალება ექნებათ აირჩიონ შემდეგი ექსკურსიებიდან:
> Six Flags New England
Whale Watching
New York, Boston Red Sox & Boston Trolley tours
 
მოსწავლეები იცხოვრებენ სტუდენტების საერთო საცხოვრებელში, მათთვის განკუთვნილ ოთახებში.
მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია 3-ჯერადი კვება. 
 
პროგრამის ღირებულება : $1295 კვირაში. მოსწავლე უნდა გაემგზავროს მინიმუმ 2 კვირით.