Menu

საზაფხულო სკოლა ჰარვარდში

 
SAT მოსამზადებელი საზაფხულო სკოლა ჰარვარდში
 
ადგილმდებრეობა- ჰარვარდი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი, ა.შ.შ. 
თარიღი: 25 ივნისი- 21 ივლისი
 
საზაფხულო SAT ბანაკი არის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებისთვის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც აერთიანებს მკაცრ საკლასო დავალებსა და კლასგარეშე აქტივობებს ამერიკის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში.
 
საზაფხულო ბანაკში საერთაშორისო სტუდენტები შეისწავლიან ტექნიკას, რომელიც დაეხმარებათ ჩაირიცხონ ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო უნივერსიტეტებში. 
ბანაკი ფოკუსირებულია სამ მიმართულებაზე:
SAT შედეგის გაუმჯობესება (საშუალოდ 20%-ით)
უნივერსიტეტში მისაღები კონკურენტული ესსეის შექმნა
კლასგარეშე აქტივობების უკეთ წარმოჩენა
 
SAT ინსტრუქცია ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლეებს გაუღრმავოს ის უნარები და ტექნიკა, რომელიც საჭიროა SAT და ACT ტესტირების შედეგების გასაუმჯობესებლად. პროგრამის დასაწყისში მოსწავლეები დაწერენ სადიაგნოსტიკო ტესტს.  
ჩაუტარდებათ მეცადინეობები კვირაში  15-20 საათიანი ინტენსივობით. კონკრეტული აქცენტი გაკეთდება კითხვისა და მათემატიკის კომპონენტებზე. მოსწავლეები ისწავლიან დორის ეფექტურ მენეჯმენტს.
სამი კლასი (9 საათი ჯამში) ეთმობა  უნივერსიტეტში მისაღები ესსეის შექმნის შესწავლას. მოსწავლეები შეიტყობენ თუ რა უფრო მეტად აინტერესებთ მიმღები კომისიის წევრებს. ისინი შექმნიან რამდენიმე ვერსიას და პროგრამის დასრულებისას სრულყოფენ საბოოლო ესეს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ უნიევრსიტეტში გასაგზავნად. 
 
საერთაშორისო სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კონცენტრირდნენ მათთვის საინტერესო სფეროზე: საერთაშორისო ურთიერთობები, რობოტები, მეწარმეობა და სხვა. 
 
SAT Camp -ის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა ბოსტონის Start Up კომპანიებისა და კვლევით ლაბორატორიებში გაიარონ სტაჟირება და შეიმუშაონ პროექტები. ბოსტონში სტუდენტები მოინახულებენ მრავალ კულტურულ, ისტორიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებას.
 
მოსწავლეები ესტუმრებიან შემდეგ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებს: 
  • Massachusetts Institute of Technology: MIT
  • Boston University
  • Tufts University
  • Northeastern University
გარდა SAT მომზადებისა და კვირის ექსკურსიებისა მოსწავლეები დაკავდებიან შემდეგი აქტივობებით:
  • ჰარვარდის ფსიქოლოგიის სწავლება
  • Robotics კურსები MIT-ის  D-ლაბორატორიაში
  • მეწარმეობისა და ინოვაციის საღამოები 
  • ასტრონომიია ღამეები ობსერვატორიაში
  • ფერწერის გაკვეთილები ხელოვნების მუზეუმსა და ღია სტუდიების მოსანახულებელი ტურები 
  • კომპიუტერული პროგრამირების და კოდირების ვორქშოფები Microsoft- ში. 
 
SAT Camp მრჩეველები არიან ისეთი ცნობილი და პრესტიჟული უნივერსიტეტების მიმდინარე სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, როგორებიცაა ჰარვარდი, პრინსტონი, იელი და ბოსტონი. ისინი ცხოვრობენ მოსწავლეებთან ერთად, სტუდენტების საერთო საცხოვრებელში, ეხმარებიან მათ დავალების შესარულებაში და ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე.  
 
საზაფხულო სკოლის მოსწავლეები იცხოვრებენ სტუდენტების საერთო საცხოვრებელში ორადგილიან ოთახებში. გოგონებისა და ვაჟების ოთახები განლაგებულია სხვადასხვა სართულებზე თუმცა ისინი იზიარებენ მოსასვენებელ და გასართობ  ზონებს. მოსწავლეებს შეუძლით განიტვირთონ კამპუსის ტერიტორიაზე არსებულ ლაუნჯ-ბარებსა და კაფეებში. მათ შეუძლიათ ისარგებლონ სპორტული დარბაზით, კალათბურთის მოედნით.
 
ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მისაღები მოთხოვნები: 
მე-10-მე-12 კლასის მოსწავლე
ასაკი: 15-დან -18 წლამდე
ინგლისური ენის ცოდნის დოენე: TOEFL 80, IELTS 6.5 (თუ აპლიკანტს არ აქვს სერთიფიკატი შიდა ინტერვიუს გავლა შეუძლია ენის ცოდნის დასადასტურებლად. 
GPA: 4 დან მინიმუმ 3.3 (საგნების საშუალო არითმეტიკული ქულა-8) 
სამოტივაციო წერილი
CV
 
პროგრამის ღირებულება: $ 6.950 
მოცემული თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯებს:
SAT, ესეის მოსამზადებელი მეცადინეობები 
ორადგილიანი ოთახი, განახლებადი თეთრეულითა და პირსახოცით;
სამჯერადი კვება
შიდა გადაადგილებები
ჯანმრთელობის დაზღვევა
შაბათ-კვირის ექსკურსიები: Rhode Island + NYC