Menu

საზაფხულო სკოლა ფლორიდაში

 
საზაფხულო სკოლა ფლორიდაში
 
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა 14-დან 18 წლამდე საერთაშორისო მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ამერიკული საზაფხულო ბანაკის გამოცდილება, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, შეიძინონ უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მიიღონ მეტი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და ამერიკული სწავლების სისტემის შესახებ. მონაწილეები შეხვდებიან უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს და პირდაპირ მათგან მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესისა და სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ რომელსაც უნივერსიტეტი და ამერიკის შეერთებული შტატები სთავაზობს სტუდენტებს.  
 
საზაფხულო ბანაკის განმავლობაში მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ხასიათის გასვლები.  მონაწილეები გაეცნობიან ამერიკულ კულტურასა და ისტორიას.
შბათ-კვირას ბანაკის მონაწილეები ესტუმრებიან თემატურ პარკს- დისნეილენდს, ორლანდოში. ისინი მოინახულებენ Universal Studios-ს.  
მოსწავლეები თავისუფალ დროს გაატარებენ ფლორიდის  პლაჟებზე, სავაჭრო ცენტრებში,  დაესწრებიან სპორტულ ღონისძიებებს და ესტუმრებიან სხვადასხვა მუზეუმებს. 
 
სტანდარტული დღის განრიგი
 

  დრო

აქტივობა

7:30

 ინგლისური ენის სასწავლო სემინარები

8:00

ინგლისური ენის სასწავლო სემინარები

12:00

ლანჩი უნივერსიტეტის სასადილოში  ლანჩი უნივერსიტეტის სასადილოში.

13:00

უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტებში ვიზიტები, ლაბორატორიების მონახულება, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღება

15:00

 სპორტული, კულტურული აქტივობები

17:30

ვახშამი უნივერსიტეტის სასადილოში

19:00

 საღამოს გასართობი ღონისძიებები, სოციალური აქტივობები

 
საზაფხულო სკოლის თარიღები: ივნისი/ ივლისი
ხანგრძლივობა: 2 ან 4 კვირა
ღირებულება: $2750 (2 კვირიანი)