Menu

Foundation ნიდერლანდების უნივერსიტეტებში

 
 
რატომ უნდა გაიაროთ Foundation, ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელი პროგრამა ნოდერლანდების უნივერსიტეტში?
⇒ საქართველოსა და ნიდერლანდების განათლების სისტემა განსხვავდება ერთამნეთისგან. ნიდერლანდებში მოსწავლეები 8 კლასის ჩათვლით დაწყებით სკოლაში სწავლობენ და მხოლოდ მე-9 კლასიდან გადადიან უმაღლეს სკოლაში. თუ მათ მიზანს უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გაგრძლება წარმოადგენს სწავლობენ კიდევ 5 ან 6 წლის განმავლობაში, ანუ მინიმუმ 13 წელს ატარებენ სკოლაში. სწორედ ამ განსხვავების გამო ნიდერლანდების უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა აპლიკანტებს საქართველოდან Foundation, ანუ ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელი 1 წლიანი პროგრამის გავლის წინაპირობას უყენებს.  გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს მოსწავლეები რომლებმაც სწავლის დასრულების შემდეგ მიიღეს ბრიტანული ან ამერიკული კვალიფიკაციები: IB Diploma, A Levels, AP, French Baccalaureate ... Foundation პროგრამის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც  დაასრულეს ბაკალავრიატის პირველი წელი ქართულ ან სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებში. Foundation პროგრამას სტუდენტები გადიან იმ უნივერსიტეტშივე რომელშიც სურთ ბაკალავრიატზე სწავლა. Foundation პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები პირდაპირ გადადიან ბაკალავრიატზე.
 
რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლიათ ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელი წლის გავლა? 
⇒ საერთაშორისო სტუდენტებს Foundation წლის გავლას სთავაზობენ ნიდერლანდების ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები, როგორებიცაა:
  • University of Amsterdam
  • University of Groningen
  • The Hague university of applied sciences
  • VU university of Amsterdam
  • Tilburg university
  • Hanze university of applied sciences
  • Wittenborg university of applied sciences
  • University of Twence
 
კურსის განმავლობაში:
⇒ • გაიუმჯობესებთ ინგლისური ენის ცოდნის დონეს, მაგალითად IELTS დონეს 5.0-დან 6.0-მდე
    • გაიუმჯობესებთ ინგლისური ენის გრამატიკას, ლექსიკას, წერისა და მოსმენის უნარებს.
    • გაიღრმავებთ ცოდნას ეკონომიკაში, მათემატიკასა და მენეჯმენტში, მეცნიერებაში (თქვენთვის სასურველი საბაკაალვრო პროგრამის შესაბამისად)
    • შეისწავლით ცოდნის ეფექტურად და სწრაფად მიღების ხერხებს
    • ისწავლით მცირე ჯგუფებში, ინტერაქტიულ და თქვენზე მორგებულ გარემოში
 
ზოგადად კურსის ინტენსივობა კვირაში 16 საათია, ხოლო დაახლოებით 20 საათის განმავლობაში, თქვენ მოგიწევთ იმუშაოთ საკუთარ თავზე, შეისწავლოთ თეორიული მასალა და შეასრულოთ დავალებები.
 
 
კურსის დასრულების შემდეგ
⇒კურსის წარმატებით დასრულებისას და შესაბამისი აკადემიური შეფასების მიღების შემდეგ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ სრულიად მომზადებულმა განაგრძოთ სწავლა თქვენთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც ძირითადად 3 წელია.