Menu

University of Amsterdam

 
University of Amsterdam სახელმწიფო უნივერსიტეტია, მდებარეობს ამსტერდამში, ნიდერლანდებში.  დაარსდა 1632 წელს. ამსტერდამის უნივერსიტეტის 6 კურსდამთავრებული ნობელის პრემიის ლაურეატი, ხოლო  5 კურსდამთავრებული ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი გახდა. 2016 წლის მონაცემებით უნივერსიტეტი იკავებს 50-ე ადგილს მსოფლიოში, მე-15 ადგილს ევროპაში და პირველ ადგილს ნიდერლანდებში (QS World University Rankings.).
 
უნივერსიტეტის 28.000 სტუდენტიდან 2000 საერთაშორისო სტუდენტია.  
 
ამსტერდამის უნივერსიტეტი გთავაზობთ Foundation პროგრამებს რომელთა დასრულების შემდეგაც თქვენ სწავლას განაგრძობთ შემდეგი საბაკალავრო პროგრამებიდან თქვენთვის სასურველზე:
 
BSc Economics and Business
BSc PPLE (Politics, Psychology, Law and Economics)
BSc Econometrics and Operations Research
BSc Actuarial Science
 
მისაღები მოთხოვნები:
ატესტატი ; 
IELTS 5.0/6.0
უნივერსიტეტის  მათემატიკის გამოცდა (60% +) (გამოცდას ჩააბარებთ Georgian Academic Abroad -ის ოფისში)
 
სტუდენტებმა, ვისაც სურთ განაგრძონ სწავლა PPLE საბაკალავრო პროგრამაზე უნდა წარადგინონ CV, სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება. 
 
სწავლის დაწყების თარიღი:  იანვარი/ სექტემბერი
 
Foundation პროგრამის ღირებულება: 16,500 ევრო
ბაკალავრიატის ღირებულება: 9000 ევრო წელიწადში
 
მთლიანად სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი
 
საცხოვრებლის ღირებულება: დამოკიდებული საცხოვრებლის ტიპზე, ფასები მერყეობს  300 ევროდან - 925 ევრომდე თვეში.