Menu

Trinity College Dublin

 
Trinity college Dublin 1592 წელს დაარსა დედოფალმა ელიზაბეტ I. დღეს ის ირლანდიის წამყვანი უნივერსიტეტია. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში იკავებს 98-ე ადგილს (QS World university Rankings 2016/2017) მდებარეობს დედაქალაქში, დუბლინის ცენტრალურ ნაწილში. 
 
უნივერსიტეტი ორიენტირებულია კვლევებზე და ყოველწლიურად დიდი თანხების ინვესტირება ხდება მათში.  ირლანდიაში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა სწორედ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. გარდა ხარისხიანი განათლებისა უნივერსიტეტი გთავაზობთ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ სხვადასხვა კლუბებსა და საზოგადოებებში. 
 
უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ Foundation პროგრამებს:
 
Business, Economics and Social Sciences 
Engineering and Sciences
 
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობთ შემდეგ მიმართულებებიდან თქვენთვის სასურველ  საბაკალავრო პროგრამაზე:
 
ხელოვნება, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
ბიზნესი და ეკონომიკა
კომპიუტერული მეცნიერებები  და საინფორმაციო სისტემები
განათლება
ინჟინერია
ჯანდაცვა
ენები
სამართალი
მათემატიკა
მეცნიერება
 
Foundation პროგრამაზე მისაღები მოთხოვნებია:
ატესტატი და ბოლო წლის ქულების ამონაწერი
IELTS 5.0
 
სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი/ იანვარი
 
სწავლის ღირებულება: 
Business, Economics and Social Sciences  - €16,000 ევრო
Engineering and Sciences - €17, 500 ევრო