Menu

ავტომობილების დიზაინის საბაკალავრო პროგრამა-IED

 
ავტომობილების დიზაინი- საბაკალავრო პროგრამა IED
 
პროგრამის დასახელება: საავტომობილო დიზაინი
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლიობა: 3 წელი
ადგილმდებარეობა: ტურინი, იტალია
 
IED, ტურინის კამპუსში სტუდენტებს სთავაზობს ავტომობილების დიზაინის 3 წლიან საბაკაალვრო პროგრამას. 
უნივერსიტეტი IED და მისი სტუდენტები თანამშორმლობენ იტალიის ისეთ უძლიერეს საავტომობილო კომოანიებთან, როგორებიცაა: Fiat, Lancia, Pininfarina და Alfa Romeo.
 
საუნივერსიტეტო პროგრამა მომავალ დიზაინერებს თავაზობს ფუნდამენტურ საკითხებში მომზადებას. სწავლის პერიოდში სტუდენტები მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას ავტომობილების ბაზარზე შეტანილი ცვლილებებისა და მოთხოვნების შესახებ, ასევე გამოიმუშავებენ დიზაინერისათვის აუცილებელ უნარებს, იმუშავებენ რეალურ საკითხებზე და თავიანთ შექმნილ დიზაინს გარდაქმნიან რეალობად. 
 
კურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ინფორმაცია მიიღონ უშუალოდ საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ესტუმრებიან:
Pininfarina
⇒ Ferrari
⇒ Museum of the Automobile
⇒ Cecomp
⇒ Model Master
⇒ ASC Automotive Safety Centre of Quattroruote.
 
სწავლის პერიოდში სტუდენტები
გაიუმჯობესებენ ფანქრით ხატვის ტექნიკური უნარებს;
√ გაერკვევიან მოცულობის აღქმის საკითხებში;
√ გაერკვევიან კრეატიულ კონცეფციასა და დიზაინის როლში;
√ შეისწავლიან იტალიელი დიზაინერების მოღვაწეობას;
 
პროგრამის განმავლობაში დასაფარი საკითხებია: ავტომობილების დიზაინის ისტორიული პერსპექტივა, დიზაინის ძირითადი ისტორია, გამოცდილებებზე დაყრდნობილი საკითხები, Abarth, Alfa Romeo, FIAT, Lancia, Maserati, Pininfarina, Ferrari, Lamborghini, მანქანების დიზაინი, მონახაზები, ილუსტარციები, პრეზენტაცია, ფანქარი, მარკერი, კალამი, ძირითადი  3D მოდელირება და რენდერი, ავტომობილების ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, ავტომობილების არქიტექტურა, ავტომობილების აეროდინამიკა, პროექტის შემუშავება და განვითარება.
 
IED დაარსდა 1966 წელს მისი პრეზიდენტის ფრანჩესკო მორელის (ცნობილი ფერმწერი) ინიციატივით. დროთა განმავლობაში ის გახდა 100%-ით იტალიაში დამზადებული სრულყოფილების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა დიზაინი, მოდა, ვიზუალური კომუნიკაცია და მენეჯმენტი.