Menu

ბიზნესის საზაფხულო პროგრამა ბარსელონაში

 
European University ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას ბარსელონაში. შესანიშნავ პრგროამას მოგზაურობისთვის, ბიზნესში ცოდნის გაღრმავებისთვისა  და ახალი ნაცნობების შესაძენად.
 
► თარიღი: ივლისი 2-22, 2017
► ლექციების განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 2: 00 საათამდე
► სწავლების ენა: ინგლისური
► ასაკის შეზღუდვა: 18+
 
ბიზნესის საზაფხულო პროგრამა ხორციელდება ზაფხულში, უნივერსიტეტის ბარსელონის კამპუსში. 
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ბიზნესის 4 ძრითად კურსს და ამასთანავე, ესტუმრებიან სამ ესპანურ კომპანიას რათა შიდა სამზარეულოდან მიიღონ ინფორმაცია იმაზე თუ როგორ ოპერირებს ბიზნესი.
 
პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან შემდეგ კურსებს:
I კვირა: 
ბიზნესის მართვა (10 საათი) 
√ მოლაპარაკებები და ეფექტური კომუნიკაცია (10 საათი)
II კვირა: 
√ ბიზნესის მართვა ესპანეთსა და ლათინური ამერიკაში (20საათი)
III კვირა: 
√ მეწარმეობა და ახალი საწარმოს შექმნა (20hrs)
 
საზაფხულო სკოლის სტუდენტები მოინახულებენ: 
საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ფონდს კამპ ნოუზე
⇒ ბარსელონას საფონდო ბირჟას
⇒ Estrella Damm ლუდსახარშსა და Freixenet მარანს 
 
პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ექსკურსიები ბარსელონას ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად. საზაფხულო სკოლის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა განიტვირთნონ ბარსელონას პლაჟებზე. 
 
პროგრამის ღირებულება შეადგენს: 3000 ევროს. 
ფასში შედის კურსები, სასწავლო მასალა, სამჯერადი  კვება (საუზმე, სადილი და ვახშამი), სამედიცინო დაზღვევა და ყველა კლასგარეშე საქმიანობა.