Menu

Myddelton School

 
მიდელტონის სკოლა მდებარეობს Denbighshire-ში, ჩრდილოეთ უელსში, ბრიტანეთში. სკოლა 11 დან 18 წლამდე მოზარდებს სთავაზობს ბრიტანულ, ხარისხიან განათლებას. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს როგორც GCSE ისე A Levels პროგრამას. 
სკოლა მოსწავლეებს სწავლისთვის საჭირო მშვიდ და უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. კლასში მოსწავლეების მცირე რიცხვი არის გარანტი, რომ თითოეული მოსწავლე მიიღებს ინდივიდუალურ ყურადღებას. თითოეული მოსწავლისთვის იქმნება ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ამასთანავე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს აქვთ სრული მხარდაჭერა მომავალი უნივერსიტეტის არჩევისა და სააპლიკაციო პროცესში.
 
სკოლა Microsoft ის პარტნიორია და სწავლის დაწყებისას ყველა მოსწავლე მიიღებს ტაბლეტს, რომელიც აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში. 
 
მოსწავლეებს აქვთ წვდომა სკოლის შენობაში მდებარე ალპინისტურ კედელთან, ასევე ხმის ჩამწერ სტუდიასა და თეატრთან. სკოლის ტერიტორიაზეა განლაგებული ტენისის კორტები, სპელიო ცენტრი, საცურაო აუზი, ცეკვის სტუდია, სპორტული მოედნები. 
 
სკოლაში დიდ ყურადღებას უთმობენ შენობის გარეთ განსახორციელებელ აქტივობებს. ასევე კვირის ბოლოს მოსწავლეები ხშირად დადიან ექსკურსიებზე და ეცნობიანბრიტანეთსა და ქვეყნის კულტურას. 
 
სკოლაში მიღებისთვის აპლიკანტმა უნდა წარადგინოს:
სკოლის ბოლო წლის ქულების ამონაწერი;
სარეკომენდაციო წერილი;
 
აპლიკანტებს მოუწევთ ინგლისური ენის შიდა გამოცდის ჩაბარება და ინტერვიუს გავლა.
 
ღირებულება:
7-9 კლასები - £29,100 ფუნტი სტერლინგი წელიწადში
9-12 კლასები - £32,100 ფუნტი სტერლინგი წელიწადში
 
ღირებულებაში შედის:
სწავლის ხარჯები
საცხოვრებლის ხარჯები
კვების ხარჯები
უნიფორმა და სწავლისთვის საჭირო ნივთები
ტაბლეტი
ექსკურსიები
ტრანსფერი აეროპორტიდან