Menu

Institut Auf Dem Rosenberg

 
Institut Auf Dem Rosenberg - სკოლა მდებარეობს შვეიცარიაში (St Gallen), მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქში. 
დაარსდა 1889 წელს. სკოლის ტერიტორია მოიცავს 100.000 კვადრატულ მეტრს. სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ 30-ზე მეტ ქვეყანას. კლასში მოსწავლეების საშუალო რაოდენობაა 8. 
 
სკოლა აკრედიტირებულია European Council of International Schools და NASC(New England Association of Schools and College) ის მიერ.
 
სკოლა გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამებს:
IGCSE, GCE A Levels. 
American High School Diploma & AP Exams 
 
საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის დაწყება შეუძლიათ პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. 
 
მოსწავლეებს სასწავლო პროგრამის გარდა შესაძლებობა ეძლევათ დაკავდნენ შემდეგი სპორტის სახეობებით: ფეხბურთი, ცურვა, ხელბურთი, ბოქსი, აკრობატიკა, ცეკვა, ჭადრაკი, იოგა, ზუმბა ფიტნესი, გოლფი, სერფინგი, სნოუბორდინგი, ციგურაობა. 
 
მოსწავლეები იცხოვრებენ სკოლის ტერტორიაზე არსებულ სტუდენტურ საცხოვრებელში. 
 
1 წლის ღირებულება: CHF 84,000
 
ღირებულებაში შედის:
სწავლის გადასახადი
საცხოვრებლისა და საკვების ხარჯები
წიგნები და სხვა მარაგები
უნიფორმები
სასკოლო აქტივობები და კლუბები. 
 
მისაღები მოთხოვნები: ბოლო 2 წლის ქულების ამონაწერი სკოლიდან. (12 კლასში ჩასარიცხად საჭიროა ბოლო სამი წლის ქულების ამონაწერი სკოლიდან)