Menu

Bodwell High School

 
Bodwell High School მდებარეობს ვანკუვერში, კანადაში. სკოლა დაარსდა 1991 წელს. Bodwell 8 -12 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელ პროგრამებს. 
კლასში მოსწავლეების საშუალო რაოდენობაა 17 მოსწავლე. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლისთვის კომფორტულ, ტექნიკურად აღჭურვილ, მშვიდ გარემოს. მოსწავლეები  თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, აქვთ სხვადასხვა საველე გასვლები, ატარებენ ექსპერიმენტებს ლაბორატორიებში. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ექსკურსიებს მოსწავლეებისთვის, ვისაც სურთ კანადის უკეთ გაცნობა. სასწავლო დღის დასრულების შემდეგ მოსწავლეების ცხოვრება ისევ აქტიურად გრძელდება, მოსწავლეების მრჩევლები, მათთან ერთად გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებებს. მოსწავლეებს ეძლევათ შანსი გახდნენ მეტად დამოუკიდებლები, პასუხისმგებლიანები, ისწავლონ სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების დამოუკიდელად მიღება, კონფლიქტების მოგვარება, განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები.  
 
წლის განმავლობაში მოსწავლეებს ასევე ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით: ცურვა, ველოსპორტი, თევზაობა, ნაოსნობა, ციგურაობა, ლაშქრობა და ა.შ. 
სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიერებულ დიპლომს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ სწავლის გაგრძელებას კანადისა, და მსოფლიოს სხვა მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში. 
 
სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ შემდეგ უნივერსიტეტებში:
Cornell University
University College London (UCL)
Australian National University
Glion Institute of Higher Education
University of Bath
University of Bristol
University of Liverpool
University of Manchester
University of Sussex
University of Warwick
University of York
University of California San Francisco
University of San Francisco
Indiana State University
University of Massachusetts Boston
Michigan State University
Parsons The New School for Design
State University of New York
Acadia University
University of Alberta
University of British Columbia
University of Manitoba
Arizona State University
University of Ottawa
Queen's University
Simon Fraser University
University of Toronto
University of Victoria
University of Waterloo
University of Windsor
York University
Oregon State University
Penn State University
Utah State University
University of Melbourne
Hong Kong University
Keio University
 
სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი /იანვარი/ აპრილი
 
სკოლაში მისაღებად საჭიროა სკოლის ქულების ბოლო 2 წლის ამონაწერის წარდგენა, ასევე მოსწავლეები გაივლიან გასაუბრებას და ჩააბარებენ ინგლისური ენის გამოცდას Georgian Academic Abroad-ის ოფისში. 
 
სწავლის ღირებულება: 25,000 ამერიკული დოლარი, ღირებულებაში შედის სწავლის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯები, დაზღვევა, სასწავლო მასალები, უნიფორმა, სხვადასხვა სოციალური აქტივობების ხარჯები.