Menu

Abbey College

 
 
Abbey College  ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი კოლეჯი მდებარეობს მალვერნში, ბრიტანეთის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ლამაზ ქალაქში.  სააბატოს კოლეჯი დაარსდა 1874 წელს. 
 
კოლეჯი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სთავაზობს უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელ შემდეგ პროგრამებს: 
 
GCSE 
AS/A Level
Foundation
 
მოსწავლეები იცხოვრებენ მათთვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებელში, ერთადგილიან ან ორადგილიან ოთახებში. კოლეჯი მოსწავლეებს სთავაზობს სამჯერად კვებას. 
 
სკოლის ტერიტორია შეადგენს 28 ჰექტარ მიწას, რომელიც მოიცავს ბიბლიოთეკას, კომპიუტერების ოთახს, სამ სამეცნიერო ლაბორატორიას, 15 საკლასო ოთახს, მოსწავლეების საერთო გასართობ ოთახს, კინოთეატრს, დისკოთეკას, სპორტული ობიექტების ფართო არჩევანს. მოსწავლეებს შეუძლიათ დაკავდენენ შემდეგი სპორტის სახეობებით:  ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი,  ფრენბურთი, ფარიკაობა, სოფთბოლი, ცეკვა, აერობიკა,  მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა. მოსწავლეებს აქვთ საშუალება დაკავდნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგებით (მაგალითად თეატრი), ისიამოვნონ ბარბექიუთი და გაატარონ კარაოკე საღამოები სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად. 
 
კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ ბრიტანეთის ისეთ  მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში როგორებიცაა:
 
University of Surrey
Durham University
University of Warwick
Lancaster University
University of Glasgow
City University London
Loughborough University
University of Manchester
University of Southampton
Coventry University
Cardiff University
University of Sussex
University of Bristol
Heriot-Watt University
Aston University
University of Birmingham
University of Sheffield
University of Liverpool
University of Reading
University of Leeds
 
სწავლის ღირებულება განსხვავდება პროგრამისა და სწავლის დაწყების თარიღის მიხედვით  საშუალოდ სწავლის ცოხვრებისა და კვების ღირებულება შეადგენს £25,000 წელიწადში.