Menu

College de Champittet

 
College de Champittet დაარსდა 1903 წელს, მდებარეობს შვეიცარიაში. 
სკოლა ინტერნატი მდებარეობს ქალაქ Pully -ში. მოსწავლეებს 12 წლიდან 18 წლამდე  აქვთ საშუალება ისწავლონ  College de Champittet _ში.  2008 წლიდან სკოლა NORD ANGLIA EDUCATION – ის წევრია . Nord Anglia Education აერთიანებს 42 სკოლას 15 ქვეყანაში, ჯამში 32,000 მოსწავლესა და 6,600 მასწავლებელს. 
 
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს კვირაში 5 და 7 დღიან სასწავლო პროგრამებს. 5 დღიანი პროგრამის არჩევის შემთხვევაში მოსწავლეები მხოლოდ 5 დღეს აატარებენ სკოლაში ხოლო შაბათ-კვირას ისინი ტოვებენ სკოლის ტერიტორიას. 7 დღიანი პროგრამის არჩევის შემთხვევაში მოსწავლეები სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთულ შაბათ- კვირასაც სკოლაში ატარებენ.
შაბათ კვირას მოსწავლეები დაკავდებიან შემდეგი აქტივობებით: 
➢ წყლის სპორტული აქტივობები ტბა ჟენევაზე
➢ კულტურული ტურები შვეიცარიაში, იტალიასა და საფრანგეთში. 
➢ ალპინიზმი
➢ მთის ველოსპორტი
➢ შოპინგი
➢ ციგურაობა
➢ ეროვნული კაფე - ბარებისა და რესტორნების სტუმრობა
 
მოსწავლეები იცხოვრებენ სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სახლში, ყველა სართულზე მათთან ერთად იცხოვრებს მოსწავლეების ხელმძღვანელი. თუ მოსწავლეებს შეექმნებათ პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ ექთანს, სერიოზული პრობლემების შემთხვეაში ადმინისტრაციას,  რომელიც მოახდენს მოსწავლეების გადაყვანას სამედიცინო ცენტრებში. 
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სამჯერად კვებას, სხვადასხვა მენიუებს.  
მოსწავლეები მიჰყვებიან დაგეგმილ სასწავლო და ფიზიკური აქტივობების პროგრამას.  მოსწავლეებს წლის განმავლობაში აქვთ  გასვლები სხვადასხვა კურორტებზე. 
 
მოსწავლეების მიღება მოხდება ბოლო 2 წლის სკოლის ქულების ამონაწერის საფუძელზე. 
 
ღირებულება: 
პროგრამა -5 დღე კვირაში - CHF 36,250
პროგრამა -7 დღე კვირაში - CHF 56,650