Menu

University of Leeds

 
სწავლა ბრიტანეთის N16  და მსოფლიოს N87 უნივერსიტეტში. 
 
ბაკალავრიატის პირველი წელი- საერთაშორისო ურთიერთობები
 
პირველ წელს სტუდენტები გაივლიან შემდეგ სასწავლო კურსებს: 
 
ინგლისური და უნარები საუნივერსიტეტო სწავლების საფეხურზე
 
სტუდენტები გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს, შეიძენენ საბაკალავრო დონეზე სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. მათ შორის წერისა და კითხვის სტრატეგიებს, შეიძენენ პრეზენტაციისა და სემინარზე ჩართულობის უნარებს. შეექმნებათ სწორი წარმოდგენა საკუთარი დროის სწორად მართვის აუცილებლობაზე. 
 
სწავლა და კვლევა - საერთაშორისო ურთიერთობები
 
სტუდენტები გაეცნობიან  ბრიტანეთის განათლების სისტემას და იმ აკადემიურ უნარებს, რომლებიც საჭიროა რათა  წამრატებით მოიპოვონ ბაკალავრის ხარისხი.სტუდენტები გაეცნობიან, შესაბამის კვლევის მეთოდებსა და კვლევის წარმართვის ხერხებს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 
 
შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში
 
სტუდენტები გაეცნობიან საერთაშორისო ურთიერთობებს  სახელწიფო სისტემების განვითარებაზე აქცენტით. 
 
შედარებითი პოლიტიკა
 
სტუდენტები მიიღებენ და განივითარებენ საბაზისო ცოდნას პოლიტიკური სისტემების, ძირითადი საკითხებისა და ტერმინების შესახებ. გაეცნობიან ძირითად სასწავლო მასალებს,ისწავლიან ძირითადი მონაცემების ანალიზს და ჯგუფურ დისკუსიებშ წარმატებით ჩართვას. 
 
ბრიტანეთის პოლიტიკა
 
სტუდენტები გაეცნობიან ბრიტანეთში 1945 წლიდან მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებს, მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორი გავლენა აქვს ამ  პროცესეს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
 
ცვალებადი მსოფლიო: საერთაშორისო ურთიერთობები 1945 წლიდან
 
სტუდენტები გაეცნობიან რიგ ისტორიულ მოვლენებს, რომლებისც მოხდა 1945 წლის შემდეგ, მათ შორის ცივი ომი, ევროინტეგრაცია, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი და საერთაშორისო ტერორიზმი.
 
შესავალი- საერთაშორისო პოლიტიკა. 
 
სტუდენტები გაეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკას გლობალურ კონტექსტში, რომელიც მოიცავს მსოფლიო პოლიტიკაში 1900 1999 წებში განვითარებულ ძრითად მოვლენებს. სტუდენტები მიიღებენ ინფრომაციას გლობალიზაციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. 
 
თავისუფლება, ძალა და წინააღმდეგობა
 
სტუდენტები გაეცნობიან პოლიტიკურ თეორიასგამოიმუშავებენ საკუთარი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შეფასების უნარს. გაეცნობიან ისეთი ცნობილი პოლიტიკური მოაზროვნების შეხედულებებს, როგორიცაა პლატონი, თომას ჰობსი, ჟან-ჟაკ რუსო და კარლ მარქსი.
 
გლობალური ეკონომიკა და საერთაშორისო ვაჭრობა
 
სტუდენტები გაეცნობიან ძირითად განსხვავებებს, სირთულეებსა და რისკებს სავაჭრო გლობალურ კონტექსტში.
 
საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე მისაღები მოთხოვნები:
ატესტატი +1 წელი საუნივერსიტეტო სწავლება/ Foundation /IBდიპლომი
IELTS UKVI 5.5
 
სწავლის ღირებულება: £14,625 წელიწადში
საცხოვრებლის ღირებულება:£ 596 თვეში.