Menu

Hult International Business School

 
Hult International Business School დაარსდა 1964 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო ბიზნეს სკოლას რომლის კამპუსებიც მდებარეობს სან-ფრანცისკოში, ბოსტონში, ლონდონში დუბაისა და შანხაიში. ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა  ცვლის სტუდენტების ცხოვრებას ღირებული განათლების გზით, აერთიანებს ადამიანებსა და კულტურებს მთელი მსოფლიოდან. სწავლება თეორიასთან ერთად დაფუძნებულია პრაქტიკაზე. სტუდენტები იღებენ თეორიულ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებას პროფესიონალებისგან. 
 
ბიზნეს სკოლა აკრედიტებულია შემდეგი ორგრანიზაციების მიერ: 
New England Association of Schools and Colleges and the Association (NEASC)
British Accreditation Council of Independent Further and Higher Education (BAC)
Association to Advance Collegiate Schools of Business (AACSB).
ბიზნეს სკოლა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სასწავლოსემესტრები გაატარონ განსხვავებულ ლოკაციებზე და შეისწავლონ  გლობალური ბიზნეს გარემო. 
 
ბიზნეს სკოლა აპლიკანტებს სთავაზობს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას. 
პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელია და სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრების გატარება ამერიკის ან ბრიტანეთის კამპუსებში. 
მისაღები მოთხოვნები:
სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატი და ბოლო წლის ქულების ამონაწერი/ ცნობა იმის შესახებ რომ აპლიკანტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა
IELTS (ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი)
სარეკომენდაციო წერილი
სამოტივაციო წერილი (400-500 სიტყვა)/ ვიდეორგოლი
სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი/ იანვარი
 
სწავლის წლიური ღირებულება:
ლონდონი:  £24,900
 
საცხოვრებლის  წლიური ღირებულება:
ლონდონი:£8,280