Menu

University of East Anglia

 
University of East Anglia მდებარეობს ქალაქ ნორვიჩში, გაერთიანებულ სამეფოში. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში იკავებს 252-ე ადგილს(QS World University Rankings® 2016-2017)  ხოლო გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების რეიტინგში 24-ე ადგილზეა. (The Guardian University league tables 20). აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო, ხოლ 1963 წელს 83 სტუდენტით უშუალოდ სასწავლო პროცესი დაიწყო. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია: ცოდნა, სწავლა, ინტეგრაცია, დამოუკიდებლობა,  სიახლე, კულტურა. უნივერსიტეტის მთვარი დევიზია - "To Make a Difference". „Times Higher Education“- ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა 10 საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს საუკეთესო სასწავლო პრაქტიკას, ლექციების მაღალ ხარისხს, პედაგოგებს, სოციალურ და საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. უნივერსიტეტი – East Anglia (UEA) აღნიშნულ ათეულში პირველ ადგილს იკავებს. უნივერსიტეტმა გაუსწრო ისეთ პრესტიჟულ და ცნობილ სასწავლებლებს როგორებიცაა: Oxford-ი და Cambridge-ი. 
 
უნივერსიტეტი გთავაზობთ  საბაკალავრო პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში:
 
ბიზნესი
ფინანსები
ეკონომიკა
 
მისაღები მოთხოვნები:
IB დიპლომი/ A Levels/ ბაკალავრიატის 1 წელი
IELTS 5.5
 
სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი/ იანვარი 
სწავლის ღირებულება : £ 16,995