Menu

Jacobs University

 
საერთაშორისო ინგლისურენოვანი უნივერსიტეტია რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ბრემენში. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ამოუწურავ შესაძლებლობებს კვლევისთვის.  უნივერსიტეტში სწავლობს 1200-მდე სტუდენტი მსოფლიოს 111 ქვეყნიდან. 
 
უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: 
 
სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი
მათემატიკა
კომპიუტერული მეცნიერებები
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია
ინტელექტუალური მობილური სისტემები
ბიოქიმია და უჯრედული ბიოლოგია
ქიმია
სამკურნალო ქიმია და ქიმიური ბიოლოგია
დედამიწის და გარემოს დაცვა
ფიზიკა
გლობალური ეკონომიკა და მენეჯმენტი
საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება
სოციალური მეცნიერებები
ფსიქოლოგია
 
მისაღები მოთხოვნები: 
 
სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი (ან ცნობა რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ) და ბოლო სამი წლის ქულების ამონაწერი
ინგლისური ენის საერთაშორის სერთიფიკატი IELTS 6.5 / TOEFL 90 (უნივერსიტეტის ინგლისური ენის შიდა გამოცდა) 
1 სარეკომენდაციო წერილი
სამოტივაციო წერილი 
 
ბაკალავრიატის ხანგრძლივობა: 4 წელი
 
სწავლის ღირებულება: 20000 ევრო წელიწადში. 
საცხოვრებლის ღირებულება 6000 ევრო წელიწადში. 
 
გერმანიაში სტუდენტებს აქვთ მუშაობის უფლება 120 სრულ სამუშაო დღემდე  წელიწადში, ან 20 საათი კვირაში. 
 
სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ გერმანიაში ცხოვრების უფლება 1,5 წლით.  სრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში მათ ეძლევათ 3 წლიანი სამუშაო ვიზა. 3 წლიანი მუშაობის შემდეგ კი შეუძიათ მოითხოვონ  მუდმივი ცხოვრებისა და მუშოაბის უფლება (EU Blue Card)