Menu

გერმანული ენის კურსები ბერლინსა და ჰანოვერში

 
The Language Gallery -  GISMA Business School- თან ერთად გთავაზობთ გერმანული ენის კურსებს ბერლინსა და ჰანოვერში.
 
ბერლინი გერმანიის დედაქალაქია. ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.
 
ჰანოვერი მდებარეობს ევროპის შუაგულში, წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძს.  ისეთ დიდ ქალაქებთან ახლოს მდებარეობს როგორებიცაა ბერლინი და ჰამბურგი.  ჰანოვერის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღიურად ხორციელდება ფრნები ლონდონის, პარიზისა და რომის მიმართულებით.
 
The Language Gallery - ჰანოვერისა და ბერლინის ცენტრი და GISMA Business School აკრედიტირებულია Maastricht School of Management-ის მიერ.
The Language Gallery ის სასწავლო ცენტრი განლაგებულია ქალაქების ცენტრში, რკინიგზის სადგურთან, სავაჭრო ცენტრებთან, მუზეუმებთან, სასტუმროებთან, პარკებთან, კულტურულდ და სპორტულ ცენტრებთან, ბარებსა და რესტორნებთან ახლოს. ჰანოვერის ცენტრი გთავაზობთ სტუდენტების მოსასვენებელ ოთახს, სხვადასხვა ტექნიკურ აღჭურვილობას, WI-FI, ბიბლიოთეკასა და სასადილო ზონას.
 
The Language Gallery გთავაზობთ ზოგადი გერმანული ენის  სასწავლო, 32 კვირიან კურსს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გერმანულ ენას A1 დონიდან B2 დონემდე შეისწავლიან.
კურსის დასრულების შემდეგ განაგრძობთ სწავლას 8 კვირიან TESTDAF მოსამზადებელ კურსზე;
 
TESTDAF გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უნივერსიტეტი დაგეხარებათ სწავლა განაგრძოთ გერმანიის  სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სწავლა ძირითადად უფასოა.
 
კლასში სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ⇔ 14 სტუდენტი
 
მინიმალური ასაკი ⇔ 18 წელი
 
პროგრამის ღირებულება ღირებულება 6500 ევრო.