Menu

სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალვრო პროგრამა ჰააგის უნივერსიტეტში

 
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ჰააგის უნივერსიტეტში
 
რატომ უნდა გაიაროთ სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ჰააგის უნივერსიტეტში?
ჰოლანდია, არის ქვეყანა, სადაც მრავლადაა სხვადასხვა საწარმოები, რომლებიც, ხშირად თანამშრომლობენ სასურსათო ტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან.
 
საბაკალავრო პროგრამის მიზნები
 საბაკალავრო პროგრამის მიზანებია:
⇒ შეასწავლოს სტუდენტებს საკვები პროდუქტების მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მრავალფეროვანი ნედლეულის გამოყენების პერსპექტივები.
⇒ ტექნოლოგიური პროცესების დროს ცალკეულ სტადიებზე მიმდინარე ნედლეულის ფიზიკურ-ქიმიური და ბიოქიმიური გარდაქმნები. არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და ალტერნატიული ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობები. 
⇒ უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესების შექმნის პერსპექტივები. სასურსათო პროდუქტების ხანგრძლივი შენახვის პირობები და მისადმი წაყენებული მოთხოვნები.  
 
კურსის სტრუქტურა ⇒
The Hague University of applied sciences-უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში სწავლა გაყოფილია ორ ნაწილად, პირველი ნაწილი არის ძირითადი საკვანძო საკითხები, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს ქიმიურ ინჟინერიას. კურსი 3 წლიანია და მისი დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ 1 წლიანი სამუშაო ვიზა, ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად
 
სწავლის შედეგები ⇒
საბაკალავრო პროგრამის დაუფლების შემდეგ ბაკალავრს შეეძლება:
> კვების პროდუქტების წარმოების მართვა
> ტექნოლოგიური პროცესის ცალკეული სტადიების შეფასება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება
> საწარმოთა ბიზნეს-გეგმის შედგენა  წარმოების ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინება და გადაწყვეტა
> სასურსათო პროდუქტების დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა.