Menu

ინგლისური ენის კურსები საზღვარგარეთ

 
Georgian Academic Abroad გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს შემდეგ ქვეყნებში:
ამერიკის შეერთებული შტატები
√ კანადა
√ დიდი ბრიტანეთი
√ ირლანდია
√ გერმანია
√ მალტა
√ ავსტრალია
√ სინგაპური
√ ახალი ზელანდია
√ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
 
ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან ენის კურსების პროვაიდერებთან როგორებიცაა: Kaplan, Embassy English, Stafford House, Enforex, The Language Gallery  და ა.შ.
 
კურსების ხანგრძლივობა მერყეობს 2 კვირიდან 1 წლამდე თქვენი საჭიროებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე. 
 
ზოგადად კურსის ინტენსივობა 20 საათია კვირაში თუმცა გაქვთ მეტი ინტენსივობის არჩევის საშუალებაც, რაც გულისხმობს კვირაში 25 ან 30 საათიან მეცადინეობას.  ასევე შესაძლებელიაა აირჩიოთ როგორც ზოგადი ინგლისურის კურსები ასევე კონკრეტული სერთიფიკატისთვის მოსამზადებელი კურსები (IELTS/ TOEFL/ Cambridge Certificates/ GMAT/ GRE...), სპეციფიკური კურსები მაგალითად ბიზნეს ან სამედიცინო ინგლისურის კურსები. 
 
ენის სკოლები გთავაზობენ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელს იქნება ეს სტუდენტური საცხოვრებელი თუ ოჯახში განთავსება. 
 
ენის კურსების ღირებულება სხვადასხვაა  ქალაქებიდან და კურსის ინტენსივობიდან გამომდინარე. ბრიტანეთსა და ირლანდიაში კურსების ღირებულება მერყეობს 200 ფუნტი სტერლინგიდან 400 ფუნტ სტერლინგამდე კვირაში.  
ხოლო სააცხოვრებლის ღირებულება ტიპიდან გამომდინარე მერყეობს 130 ფუნტი სტერლინგიდან 280 ფუნტ სტერლინგამდე კვირაში. 
 
ხოლო კურსების ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და კანადაში მერყეობს 300 დოლარიდან 600 დოლარამდე კვირაში.  
ხოლო სააცხოვრებლის ღირებულება განთავსების ტიპიდან გამომდინარე მერყეობს 150 დოლარიდან 300 დოლარამდე  კვირაში. 
 
მალტაში კურსებისა და საცხოვრებლის ღირებულება შედარებით დაბალია. 
მალტაში ღირებულება კურსის ინტენსივობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე მერყეობს 120 ევროდან 280 ევრომდე კვირაში.  
ხოლო სააცხოვრებლის ღირებულება განთავსების ტიპიდან გამომდინარე მერყეობს 130 ევროდან სტერლინგიდან 280 ევრომდე კვირაში. ამასთანავე მალტის დადებითი მხარე ისიცაა რომ ვიზა არ გჭირდებათ და სავიზო მოსაკრებლის ხარჯებსაც დაზოგავთ. 
 
 
Georgian Academic Abroad დაგეხმარებათ კურსებზე დარეგისტრირებასა და სავიზო პროცედურებში სრულიად უფასოდ.