Menu

Bellerbys საზაფხულო სკოლა ბრაიტონში

 
Bellerbys საზაფხულო სკოლა
 
Bellerbys College გთავაზობთ საზაფხულო სკოლას ბრაიტონიში, ზღვისპირა ქალაქში, სასექსის აღმოსავლეთ საგრაფოში, ინგლისში. ბრაიტონი ბრიტანეთის წამყვანი ტურისტული და საგანმანათლებლო ქალაქია.
 
Bellerbys კოლეჯი მოსწავლეებს სთავაზობს 2 ან 4 კვირიან საზაფხულო პროგრამებს რომლის ფარგლებშიც კოლეჯი უზრუნველყობს საზაფხულო სკოლის მონაწილეების მომზადებას საუნივერსიტეტო სწავლებისთვის. 
პროგრამა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, საზაფხულო პროგრამის მიმდინარეობისას მოსწავლეები ეჩვევიან მულტიკულტურულ გარემოს და იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას.
 
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეები ინტერესებიდან გამომდინარე ისწავლება შემდეგი საგნები:
⇒ ინგლისური ენა;
⇒ მათემატიკა;
⇒ ბიზნესი;
⇒ ეკონომიკა;
⇒ ჰუმანიტარული მეცნიერებები;
⇒ ზოგადი მეცნიერებები;
⇒ ხელოვნება;
⇒ მედია;
⇒ ფოტოგრაფია და ა.შ.
 
საზაფხულო სკოლის მოსწავლეები დაკავდებიან შემდეგი სპორტული აქტივობებით: 
მაგიდის ჩოგბურთი
ცეკვა
► ფიტნესი
იოგა
► ფეხბურთ
► ქუჩის კალათბურთი
ხელბურთი სანაპიროზე
 
საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია ექსკურსიები ლონდონის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.  ლონდონის დაათვალიერება მოხდება სანაოსნო ტურის მეშვეობით, ექსკურსიის მიმდინარეობისას კი მოეწყობა სპორტული აქტივობები: კლდეზე ცოცვა, კარტინგი, ფეინთბოლი და ა.შ
 
საზაფხულო სკოლის ღირებულება:
Bellerbys საზაფხულო სკოლის ღირებულება კვირაში £970 ფუნტი სტერლინგია.
ღირებულებაში შედის მეცადინეობები, საცხოვრებელი, სამჯერადი კვება და ლანჩი ექსკურსიებისთვის.