Menu

8 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ისწავლოთ ნიდერლანდებში

 
8 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ისწავლოთ ნიდერლანდებში
 
1. ადგილმდებარეობა და განათლების სისტემა
⇒ ნიდერლანდები არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც 1 საათში დასაფარ მანძილზე მდებარეობს ისეთი ევროპული ქვეყნებისგან, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ. ეს არის სახელმწიფო, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ხარისხიანი ევროპული განათლება. საგანმანათლებლო პოლიტიკას ნიდერლანდებში კოორდინირებას უწევს ნიდერლანდების განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ნიდერლანდების საგანმანათლებლო სისტემაში თანაბრად კონტროლდება, როგორც სტუდენტის აკადემიური შედეგები, ასევე პრფესორების გუნდი რათა გარანტირებული იყოს სტუდენტებისთვის გადაცემული ინფომაციისა და ცოდნის რენტაბელობა.
 
2. საერთაშორისო და მულტიკულტურული გარემო
⇒ ჰოლანდია არის ქვეყანა, სადაც 80 ათასზე მეტი საერთაშორისო სტუდენტის წავლობს და იღებს განათლების უმაღლეს ხარისხს, რომელიც დამსახურებულად აღიარებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მულტიკულტურილი გარემო სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ არაფორმალური განათლებაც და გაეცნონ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის კულტურას.
 
3. მოქნილი და ინოვაციური საგანმანათლებლო სისტემა
⇒ ნიდერლანდების განათლების სისტემა ხასიათდება, როგორც ყველაზე მოქნილი და სტუდენტის მოთხოვნებზე მორგებული, სისტემა მუდმივ განახლებაშია. სწავლების პერიოდში გამოიყენება ჰოლანდიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული „პრობლემაზე დაყრდნობილი პროგრამა“, რომელიც თავის თავში გულისხმობს განათლების მიღებას საკუთარ თავთან მუშაობით და პრობლემების გადაჭრის შედეგად მიღებული გამოცდილებით.
 
4. ხელმისაწვდომი სწავლის ხარჯები
⇒ ნიდერლანდებში უმაღლესი სასწავლებლების საფასური გაცილებით დაბალია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია და ა.შ. წამყვან უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის საფასური საბაკალავრო საფეხურზე საშუალოდ 7000-დან- 10000ევროს ფარგლებში მერყეობს.
 
5. ხელმისაწვდომი ცხოვრების ხარჯები
⇒ სხვა სამხრეთ-ევროპულ სახელმწოფოებთან შედარებით, ნიდერლანდებში ცხოვრების ხარჯები ხელმისაწვდომია. ცხოვრების ხარჯები 1 თვის განმავლობაში 700-დან 1000 ევრომდე მერყეობს. სტუდენტური ბარათის ქონის შემთხვევაში, სტუდენტები იღებენ ფასდაკლებებს: ბარებსა და რესტორნებში, მუზეუმებში, კინო-თეატრებში. ტრანსპორტირებისთვის სტუდენტები მიმართავენ ნიდერლანდებში ყველაზე აპრობირებულ, ველოსიპედით გადაადგილების მეთოდს.
 
6. საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხი
⇒ ნიდერლანდების უნივერსიტეტები იკავებენ წამყვან (Top 200) პოზიციებს მსოფლიო უნივერსიტეტების რეტინგში. 
• University of Amsterdam - N57
• University of Groningen- N113
• Maastricht University -N173
• University of Twente- N177
• Vrije Universiteit Amsterdam LogoVrije Universiteit Amsterdam- N199
     
გარდა ჩამოთვლილისა განათლების მიღება შეგიძლიათ ისეთ წარმატებულ უნივერსიტეტებში როგორებიცაა:
• Hague university of applied sciences
• Hanze university of applied sciences
• Inholland university
• Nyenrode Business university
• Rotterdam university of applied sciences
 
7. ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების ფართო არჩევანი
⇒ ნიდერლანდები ასევე გამოირჩევა სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებით, უნივერსიტეტები როგორებიცაა: Rotterdam university, Hague university of applied sciences, Hanze university of applied sciences, Inholland university სტუდენტებს სთავაზობენ პროგრამებს, როგორებიცაა: საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება, გრაფიკული დიზაინი, სახვითი ხელოვნება, კომერციის მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესი და ენები, ინდუსტრიული დიზაინი, უსაფრთხოების მენეჯმენტი, საერთაშორისო ევროპული სამართალი, საკვების ტექნოლოგია, ფინანსური მენეჯმენტი, საერთაშორისო კომუნიკაციების მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სპორტისა და ჯანმრთელობის მენეჯმენტი და სხვა მრავალი.
 
8. სწავლის დასრულების შემდეგ საერთაშორისო გამოცდილების მირების შესაძლებლობა
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტები იღებენ 1 წლიან სამუშაო ვიზას, მათ აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ საერთაშორისო და ჰოლანდიურ კომპანიებში და თავიანთ სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისოც მიამატონ.